x
image
ციცი
Mediator image
"ანგელოზების დიეტა"

imageყველასთვის ცნობილია, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზები ყველაზე ლამაზი მოდელები არიან მთელს მსოფლიოში. ისინი გამოირჩევიან სილამაზით, სიმაღლით, მკვრივი სხეულით და იდეალური მრგვალი ფორმებით. ეს მოდელები ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, რათა რეკლამირება გაუკეთონ ყველაზე ცნობილ ბრენდებს.


რაც შეეხება დიეტას, მათთვის შემუშავებული იქნა სპეციალური ცილოვანი დიეტა, რომელიც 13 დღეზეა გათვლილი. ამ დიეტას "ანგელოზების დიეტას" ეძახიან. ამ დიეტაში ძირითადი 7 დღე არის, შემდეგი 6 დღე კი უნდა გაიმეოროთ ნებისმიერი თანამიმდევრობით.image

13 დღის განმავლობაში უნდა მთლიანად გამოირიცხოს მარილი, შაქარი და ალკოჰოლი.

სალათები უნდა შეაზავოთ ზეითუნის ზეთით(შეგიძლიათ ჩვეულებრივი ზეთიც გამოიყენოთ) და ლიმონის წვენით. პომიდორი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოთი და პირიქით.


ყავა შეგიძლიათ შეცვალოთ მწვანე ან შავი ჩაით. ხორცი სასურველია იყოს ქათმის ფილე. დიეტას შეუთავსეთ ფიზიკური ვარჯიში და მასაჟი.image



"ანგელოზების დიეტა"

პირველი დღე: საუზმე - უშაქრო ყავა, სადილი - 2 მოხარშული კვერცხი + პომიდორი, ვახშამი - მოხარშული საქონლის ხორცი ან ქათამი + ისპანახი.

მეორე დღე: საუზმე - უშაქრო ყავა და ორცხობილა, სადილი - შემწვარი საქონლის ხორცი + ტომატი + მწვანე სალათი, ვახშამი - ბოსტნეულის ან ხორცის სუპი კარტოფილის გარეშე.


მესამე დღე: საუზმე - უშაქრო ყავა და ორცხობილა, სადილი - შემწვარი საქონლის ხორცი + მწვანე სალათი, ვახშამი - 2 ნაჭერი მჭლე ლორი, 2 მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათი.

მეოთხე დღე: საუზმე - უშაქრო ყავა და ორცხობილა, სადილი - კვერცხი, სტაფილო, ყველი; ვახშამი - ხილის სალათი ერთი ჭიქა კეფირით შეზავებული.

მეხუთე დღე: საუზმე - მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, რომელსაც უნდა მოასხათ ლიმონის წვენი, სადილი - შემწვარი თევზი + პომიდორი, ვახშამი - მჭლე საქონლის ხორცი + მწვანე სალათი.

მეექვსე დღე: საუზმე - უშაქრო ყავა და ორცხობილა, სადილი - ტაფაზე უცხიმოდ შემწვარი ქათამი + მწვანე სალათი, ვახშამი - მჭლე საქონლის ხორცი + მწვანე სალათი.

მეშვიდე დღე: საუზმე - უშაქრო ჩაი, სადილი - მჭლე ღორის ხორცი + მწვანე სალათი, ვახშამი - ნებისმიერი რამე შეგიძლიათ მიიღოთ ტკბილეულის გარდა.

მერვე დღიდან უნდა გაიმეოროთ პირველი ექვსი დღის მენიუ ნებისმიერი თანამიმდევრობით. ეს არის ცილოვანი დიეტა და ორგანიზმი შეინარჩუნებს სიმკვრივეს გახდომის შემთხვევაში და თანაც შიმშილის გრძნობაც არ შეგაწუხებთ.

გისურვებთ წარმატებებს!




1
473
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
473
  
2012, 15 დეკემბერი, 22:09
ვითომ?! :O
0 1 1