დიეტოლოგია გვიანი სადილი-ჭარბი წონის მიზეზი 2012, 23 მაისი, 13:56 ინდოელი მკვლევარების ახალმა გამოკვლევებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ღამით საკვების მიღება იწვევს გასუქებას. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ კვების რეჟიმის დარღვევისას თაგვებმა 70%-ზე მეტად მოიმატეს წონაში, ვიდრე იმათმა რომელთაც იგივე რაოდენობის საკვებით კვებავდნენ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ საათებში. საინტერესოა, რომ ადრე დიეტოლოგები ურჩევდნენ ხალხს საკვების მიღებას დაძინებამდე 2-3 საათით ადრე და სადილობა შუაღამისას არ ითვლებოდა დაგვიანებულად თუ ამის შემდეგ 2-3 საათი არ დაიძინებდით. მაგრამ ინდოელი მკვლევარების გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ზედმეტი წონა გვიანი კვების შედეგია და არა აქვს მნიშვნელობა როდის დაიძინებთ, რადგან თუ საკვების მიღება ხდება ღამით, ორგანიზმი ცუდად იწოვს მას და ხდება ცხიმების ჩალაგება. ამიტომ ეცადეთ, რომ ღამით არ მიიღოთ საკვები და ზედმეტ წონასაც აიცილებთ თავიდან. 956 4-ს მოსწონს
|