სხვა სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებისთვის და ქრთამისთვის-3 საინტერესო ფაქტი ჩინური მართლმსაჯულების შესახებ 2017, 17 მარტი, 15:01 ![]() 1)ნარკოტიკები-ნარკოტიკები ჩინეთში ძირითადად ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ირანიდან შემოდის.ჩინელი სამართალდამცავები ნარკომოვაჭრეების გამოსავლენად ძალებს არ ზოგავენ. ![]() ![]() აღსანიშნავია, რომ ჩინური სამართლის სისტემა ამ მხრივ არაა შერჩევითი, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება დამნაშავე, საზოგადოებისთის ცნობილი მსახიობი თუ პოლიტიკურ მოღვაწე. ასე მოხდა 2009 წელს, როდესაც ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ბრიტანეთის მოქალაქე აკმალ შეიხი, რომელსაც 4 კილოგრამი ჰეროინი გადაჰქონდა.მამაკაცი ბოლომდე უარყოფდა ბრალდებას და შეწყალებას ითხოვდა, ბრიტანეთის პრემიერ-მისტრმა 10-ჯერ გაუგზავნა წერილი ჩინეთის მთავრობას თხოვნით გადაეხედათ განაჩენისთვის, მაგრამ ჩინური თემიდა შეურყეველი აღმოჩნდა. ![]() 2)"ბრძოლა ბუზების და ვეფხვების წინააღმდეგ"-460 ათასი$-ეს არის ქრთამის მინიმალური ზღვარი რის გამოც მაღალი რანგის ჩინოვნიკს სიკვდილით დასჯა ემუქრება.მექრთამეობასთან ბრძოლის ასეთ მეთოდს აქტიურად მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი, რომელმაც 2012 წელს განაცხადა:"ბრძოლა უნდა გაჩაღდეს როგორც ბუზების, (ანუ წვრილი მექრთამეები) ასევე ვეფხვების წინააღმდეგ"(მსხვილი ჩინოვნიკების). ბოლო 17 წლის განმავლობაში ქვეყანაში ქრთამის აღების გამო დაიხვრიტა 10 000 ჩინოვნიკი, თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისიც.მაგალითად წელს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მრეწველობის უსაფრთხოების დარგში იან დუნლიანი, რომელსაც 4 მილიონი დოლარის ქრთამის აღება ბრალდებოდა დახვრეტას გადაურჩა.სასამართლომ მას 15 წლიანი პატიმრობა და ქონების სრული კონფისკაცია შეუფარდა. ![]() 3)სადაც დაიბადე იქ გამოადგები ქვეყანას-ჩინეთში მოქმედებს კანონი, რომელსაც ეწოდება ხუკოუ, ანუ არ შეიძლება რომელიმე მიყრუებული სოფლიდან პიროვნება გადავიდეს სამუშაოდ ან სასწავლებლად ვთქვათ პეკინში ან შანხაიში, 1958 წლიდან ჩინეთში მოქმედებს ჩაწერის მკაცრი ინსტიტუტი(დაახლოებით მსგავსივე კანონი არსებობდა საბჭოთა კავშირშიც).ადამიანს ქალაქში საცხოვრებლად გადასვლისთვის მთელი ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი უნდა გაეარა. ![]() ![]() ![]() 389 4-ს მოსწონს 1-ს არა
|