20 წლის ვალტერ ერლ მორისონი(Walter Earl Morrison) ფინიქსის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსპორტირების და გადაზიდვების (UPS) განყოფილებაში მუშაობდა(არიზონას შტატი).
ერთხელაც ვალტერმა ბრინქსიდან გამოგზავნილი ამანათი ხალათის ქვეშ დამალა.იფიქრა, რომ მასში ფული იდებოდა, შემდეგ ტუალეტში შევიდა, გახსნა ყუთი და იქ აღმოაჩინა ბრილიანტი, რომლის ღირებულებაც არც მეტი არც ნაკლები 160 000 $ იყო. ამ თანხით ვალტერს შეეძლო შეეძინა შესანიშნავი კერძო სახლი ფენიქსში, "მერსედესი". ან კიდევ 32 000 ჰეპი მილი მაკ-დაკში.
თუმცა ვალტერი უფრო "ჭკვიანურად" მოიქცა, მან ბრილიანტი სულ რაღაც ერთ გრამ მარიხუანაზე გადაცვალა.
პოლიციამ უკვე მიაგნო მის კვალს და მორისონი დააკავა. ქურდობისთვის მას პატიმრობა ელოდება.