სხვა საფრანგეთის სასამართლომ გაამართლა გოგონა, რომელმაც პუტინის ცვილის ფიგურას პალო გაურჭო 2020, 1 მარტი, 7:43 საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ 26 თებერვალს გამამართლებელი განჩინება გამოიტანა ყოფილი ფემენისტის, იანა ჟდანოვას სასარგებლოდ, რომელმაც 2014 წელს პარიზის ცვილის თოჯინების მუზეუმში შეუტია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის ფიგურას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვდა, რომ ეს აქტი აღიარებულიყო, როგორც "ექსგიბიციონიზმი", თავად თავად ჟდანოვა და მისი დაცვის მხარე, გოგონას ქმედებას "პოლიტიკურ ქმედებას" უწოდებდნენ. ”გადაწყვეტილება საბოლოოა და საფრანგეთში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ” - განაცხადა საფრანგეთის უმაღლეს სასამართლომ. ამავე დროს სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იანა ჟდანოვა დამნაშავედ სცნო "ქონების დაზიანების" მუხლით. სხვათა შორის დაცვის მხარემ ეს ბრალდება არ გააპროტესტა. RFI– სთან ინტერვიუში, ჟდანოვამ აღნიშნა, რომ მთლიანად კმაყოფილია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ამით დაასრულა ამბავი, რომელიც 5 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეგახსენებთ, 2014 წლის 5 ივნისს, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში, მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაზე გადასხდომის 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე ჩავიდა. ფემინისტი გოგონა მუზეუმში შეიჭრა და პუტინის ცვილის ფიგურას ხის პალო გაურჭო, შემდეგ კი ზედ შედგა.ასეთი სახით გამოხატა გოგონამ პროტესტი დონბასში პუტინის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. მუზეუმმა სასამართლოს მიმართა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 5 წლის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო გაიმართა. 667 2-ს მოსწონს
|