სისხლის სამართალი სროლა სკოლაში. დაშავებულია დირექტორი და ერთი მოსწავლე 2017, 16 მარტი, 18:56
იყო საშიშროება, რომ ცეცხლი მეორესაც გაეხსნა. პოლიცია მას სკოლის მოედანზე ეძებდა. დაზარალებული მოსწავლე ამავე სკოლელია. პირველად ის დაიჭრა, როცა მან დაინახა შეიარაღებული და გაიქცა სხვების გასაფრთხილებლად. საფრანგეთის მთავრობა ამ ფაქტს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს, რადგან ის მიმართული იყო დირექტორზე - ერნე პიზინატზე, რომელმაც თავის განცხადებაში მოსწავლეებს მიმართა, რომ 850 აღსაზრდელი სწავლობდა აქ და ისინი უსაფრთხოდ იყვნენ სკოლაში. ანტიტერორისტულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას და მეზობლად მცხოვრებნი გააფრთხილა, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ. ტერორისტული განგაშის მიუხედავად მთავრობა შეეცადა მდგომარეობის შემსუბუქებას. მინისტრმა ბერნარდ კაზენევმა ჩაშალა ვიზიტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამ და სავალუტო ფონდში აფეთქებასთან დაკავშირებით. დღეს დილით პარიზის სავალუტო ფონდის ოფისში აფეთქდა კონვერტი - ბომბა, რომელმაც დააზიანა ფონდის მდივანი. მან ტრავმები მიიღო თავსა და ხელებზე. პარიზის პოლიციის უფროსი მიშელ კადო ირწმუნება, რომ ბოლო რამდენიმე დღეა იღებენ მუქარის ზარებს.
კლავდა და თან ვიდეოზე იღებდა - მსხვერპლი 7 წლის ბავშვია "სუპერ ვირთხები"-ს შემოსევა, რომლებიც ზომით კატებს უტოლდებიან და საწამლავი არ მოქმედებს 82 3-ს მოსწონს
|