სისხლის სამართალი ოცდაჩვიდმეტი მილიონი ევროს ალმასები-ამისთვის კი ღირდა ქურდობა 2013, 9 მაისი, 23:37 პოლიციამ დააკავა მძარცველები, მათი მრავალრიცხოვანი თანამონაწილეები, ამოიღო ნაძარცვის ნაწილი და დარჩენილი მეორე ნაწილის რეალიზაციიდან აღებული თანხა. 2013 წლის თებერვალში განხორციელებული ძარცვის შესახებ გაყინული საქმე შეიძლება ითქვას, ერთი ხელის მოსმით გაიხსნა. 8 მაისს, დილით ბელგიის პოლიციამ დააკავა რამდენიმე ეჭვმიტანილი. ეჭვმიტანილები კი იყვნენ არც მეტი, არც ნაკლები 37 მილიონი ევროს ღირებულების ალმასების მოპარვაში. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ბოროტმოქმედებმა მოიტაცეს დაუმუშავებელი ალმასები, რომლის გაყიდვაც შავ ბაზარზე არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ბრიუსელში, ვალონიასა და ფლანდრიაში იძებნებოდნენ ეჭვმიტანილები და 40 მათგანი დაპატიმრებულია როგორც უშუალო მონაწილე, აგრეთვე მათი მრავალრიცხოვანი თანამონაწილე. დაკავებულთა სახელები არ გამოუცხადებიათ, თუმცა ცნობილია, რომ ბევრ მათგანს კრიმინალური წარსული აქვს. საინფორმაციო სააგენტო «МИР 24» იუწყებოდა, რომ 3013 წლის 18 თებერვალს ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა ალმასების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ძარცვა. 8 პოლიციის ფორმაში ჩაცმული მძარცველი ორი პოლიციისვე ავტომობილით, ხმოვანი სიგნალებით შეიჭრნენ ასაფრენ ზოლზე და მიუახლოვდნენ თვითმფრინავს, რომელშიც ბრონირებული ავტომანქანიდან ტვირთავდნენ ალმასებს. სულ ხუთ წუთში მოიტაცეს ალმასების 120 შეფუთვა, დაახლოებით 10კგ წონის. მათ ერთხელაც არ უსვრიათ. მათი დაჭერა მაშინვე, ცხელ კვალზე არ მოხერხდა. 62 5-ს მოსწონს
|