სისხლის სამართალი 19 წლის გოგონა დედის მკვლელობისთვის დააპატიმრეს 2014, 4 აპრილი, 20:15 მოზარდი გოგონა სასამართლოს წინაშე წარსდგება დედის მკვლელობისთვის. მკვლელობა თვითონ აღიარა, თუმცა ის ამბობს, რომ უდანაშაულოა. ცხრამეტი წლის სტუდენტი რებეკა დურკინი პასუხს აგება თავისი ორმოცდათხუთმეტი წლის დედის წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობისათვის. კლენსი დუნკინი მკვდარი იპოვეს თავის სახლში საუდპორტში შვიდ იანვარს. ქალი გაგუდული იყო. კლენსი დურკინი საუდპორტის ფართო პროფილის საავადმყოფოში მუშაობდა. კოლეგები მას იხსენებენ როგორც საუკეთესო ადამიანს და "სიხარულს" ეძახიან. კლინიკის მენეჯერი ლინ შოუ "ლივერპულის ექო"-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ "კლენსის სიკვდილი მთელი სამსახურისთვის მძიმე დარტყმა იყო და ყველანი განიცდიან ამას. ის საუკეთესო მუშაკი იყო და თან ყველას ახალისებდა. ის ძალიან დაგვაკლდება". საგამოძიებო პროცესი გრძელდება. 338 7-ს მოსწონს
|