სხვა ადამიანის 6 გრძნობა, რომლებიც გადამდებია 13 თებერვალი, 17:16 ისეა მოწყობილი, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთის მსგავსია და შეუძლია ავტომატურად განიცადოს იგივე გრძნობები, რასაც ის სხვებში ხედავს და როგორც აღმოჩნდა, ბევრი გრძნობა, ასე ვთქვათ, – გადამდებია. თუ კონკრეტულად რომელი – ქვემოთ განვიხილავთ: 1. ბედნიერება დღეს, ადამიანების უმეტესობა, თავის გრძნობებს ინტერნეტში, პოსტების გამოქვეყნებით და სხვა ადამიანებისთვის გაზიარებით გამოხატავს. Facebook–ში კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებში, გაანალიზებული იყო თითოეული პოსტის ემოციური კომპონენტი და გაირკვა, რომ დადებითი ემოციები, ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ნეგატიური – თითოეულ პოზიტიურ პოსტს, კიდევ 1.75 მსგავსი პოსტი მოჰყვა. 2. შფოთი ეს ნეგატიური გრძნობა, შეიძლება, ბავშვებს მშობლებისგან გადაეცეს. ფსიქოლოგი, რომელმაც აღნიშნული თემა შეისწავლა, ბავშვებში უარყოფითი ემოციების შესამცირებლად, მშობლებს ნერვული მდგომარეობების თავიდან აცილებას ურჩევს. 3. უხეშობა სტუდენტები, რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთქმედების ფსიქოლოგიას სწავლობდნენ, საკუთარი კურსელების მაგალითით აღმოაჩინეს, რომ უხეშობა, ქცევის ერთ-ერთი გადამდები სახეობაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი უხეშობას ერთხელ წააწყდება, ქვეცნობიერის დონეზე, ის იმის მოლოდინშია, რომ მსგავსი რამ განმეორდება და ამის გამო, ისიც შესაბამისად მოქცევას იწყებს. 4. სიცილი პროფ. სოფი სკოტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცილის ხმის გაგების შემთხვევაშიც კი, მიმიკური კუნთები, სიცილისთვის უკვე მზად არის. «ალბათ ანდაზა – «გაიცინე და მთელი მსოფლიო შენთან ერთად იცინებს» – აბსოლუტური სიმართლეა» – ამბობს პროფესორი. 5. რისკი როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ვიღაც რისკავს, ისიც რისკისადმი მიდრეკილი ხდება. ავტორი, რომელიც ამ თემას სწავლობდა, ამბობს: «სხვებზე დაკვირვება და იმის ხილვა, თუ როგორ წევენ ისინი რისკს ან პირიქით, თუ როგორ ცდილობენ რისკის თავიდან აცილებას, ჩვენ ერთ–ერთი მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ამის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, ის არის, თუ როგორ მიდიან აქციებით მოვაჭრეები რისკზე, ერთიმეორის მიყოლებით». 6. კანკალი მხოლოდ აკანკალებული ადამიანის დანახვამ, შეიძლება, სხვა ადამიანში სიცივის გრძნობა გამოიწვიოს. დოქ. ნეილ ჰარისონი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, ამტკიცებს, რომ: «ადამიანები ძალიან სოციალური არსებები არიან და კაცობრიობის წარმატებების დიდი უმრავლესობა, სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია. თუ არ გვექნება ერთმანეთთან ემოციური ურთიერთობის უნარი, ჩვენ ცხოვრება ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა». სხვა სიახლეები:* ხეოფსი პირამიდა წარღვნამდე არსებობდა* საინტერესო ფაქტები, ადამიანის ყველაზე საოცარი მდგომარეობის – ძილის შესახებ* ფოტოები წარსულიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორია, გაუთავებელი აღმოჩენების სერიაა* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები21 2-ს მოსწონს
|