x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნიგოზი ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს!

image


ხალხურ მედიცინაში, კაკლის სასარგებლო თვისებებზე, ლეგენდები დადის. მისი საშუალებით, უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის განვითარებისთვის. ნიგოზი შეიცავს მაგნიუმსა და კალიუმს. ასევე, მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6.



image

ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები, ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. იგი გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, 100 გრ 654 კილო კალორიას შეიცავს, რაც წიწიბურისა და მაკარონის კალორიულობაზე ორჯერ მეტია. კუჭის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ამაზე კარგი საშუალება არ არსებობს. საუზმესა და სადილს შორის, შუალედში, მიირთვით კაკალი. ეს შეგინარჩუნებთ ენერგეტიკულ ბალანსს და ორგანიზმს ვიტამინებით შეგივსებთ. თუმცა, ზედმეტი რაოდენობით მისი მიღება არ არის რეკომენდირებული. 1-2 ნიგოზიც კი საკმარისია, თქვენი ჯანმრთელობისთვის.




image


იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი მიღება სისხლძარღვების მუშაობას ასტიმულირებს. გარდა ამისა, იგი ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნას და არეგულირებს არტერიულ წნევას. ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლისგან მზადდება გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების: სტენოკარდიის, არითმიის, გულის შეტევის პრევენციისა და სამკურნალოდ.

image
მისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. არამხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნით. მას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ამ ზეთს რეგენერაციული თვისებები გააჩნია. კანზე ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის. imageიგი, ასევე, ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. მოგეხსენებათ, იოდი ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. სწორედ მისი შემცველობის გამო გვიშავდება ხელები, როდესაც კაკალს ვარჩევთ. ეს მიზეზები ხსნის, თუ რატომ არის კაკალი სასრგებლო პროდუქტების ჩამონათვალში. მისი მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საშიში, თუ მთელ თასს შეჭამთ. საკმარისია, 3-5 ცალი კაკალი, რომ შეინარჩუნოთ ლამაზი და ჯანმრთელი სხეული.










იხილეთ აგრეთვე:


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!

ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!

მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!

რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?

სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები

რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი?





1
3014
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
3014
  
2019, 12 ივნისი, 16:42
10 ცალი ვჭამე ეხლა ნიგოზი ქიშმიშთან ერთად ძალიან მიყვარს :DDDD
0 1 1