სხვა როგორ ავარჩიოთ აქსესუარები სხეულის ფორმის მიხედვით 2017, 14 მარტი, 10:52 ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როცა დაინახავს აქსესუარს და ფიქრობს "ეს ჩემთვისაა
შექმნილი", გაიკეთებს და არ უხდება. ეს სტატია დაგეხმარებათ მსგავს სიტუაციებს თავი
აარიდოთ და წინასწარვე იცოდეთ რომელი აქსესუარია "თქვენთვის შექმნილი".
სხეულის ტიპი "სამკუთხედი"
თუ თქვენი სხეულის ზედა ნაწილი ძალიან მოხდენილია, მაგრამ ქვედა შედარებით უფრო მსუქანი, ხაზი უნდა გაუსვათ თქვენს დეკოლტეს. შეგიძლიათ მასიური სამკაულები ატაროთ. გამოგადგებათ პატარა გეომეტრიული ფორმის ჩანთები ან საშუალო ზომის მოკლე სახელურებით. ფეხსაცმელს ჩალისფერ კლასიკურ ქუსლიან ფეხსაცმელს თუ აირჩევთ იდეალურია, თუმცა მყარი ქუსლითაც ძალიან მოგიხდებათ. სხეულის ტიპი "გადმობრუნებული სამკუთხედი" ამ შემთხვევაში პირიქით, ნაკლებად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ზედა ნაწილზე. დიდი სამაჯურები, ეფექტური საათები თქვენთვისაა შექმნილი. ტრაპეციის ფორმის ჩანთები სხხვადასხვანაირად გაფორმებული აუცილებლად მოგიხდებათ. თუ თქვენ გრძელი ფეხები გაქვთ ფეხსაცმლის არჩევანში სრულიად თავისუფალი ხართ (მსგავსი ფიგურის ადამიანებს ძირითადად გრძელი ფეხები აქვთ). სხეულის ტიპი "პირდაპირი" მთავარი დავალება - გავხადოთ სხეული ქალური. ამაში გრძელი ჯაჭვის, ან რამდენიმე რიგად გაწყობილი ყელსაბამი დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი ელემენტია წელზე შემოჭერილი ფართო ქამარი. უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, მომრგვალებულ ჩანთებს (მთვარის ფორმის ჩანთები). თუ მაღალი ხართ პატარა სქელი ქუსლით აირჩიეთ ფეხსაცმელი, სხვა შემთხვევაში თქვენთვისაა შექმნილი შავი კლასიკური ფეხსაცმელი თხელი და მაღალი ქუსლით. სხეულის ტიპი "ქვიშის საათი" შეეცადეთ არ გააფუჭოთ ის იდეალური სხეული, რომელიც ბუნებამ გიბოძათ. ამაში დაგეხმარებათ რგოლის ფორმის საყურეები, ნაზი და დახვეწილი ქალური ჩანთები, ტყავის სამკაულები, ფართო ქამრები, სადა ბალეტკები ან ღია საზაფხულო ფეხსაცმელი სქელი ქუსლით. 62 შეფასება არ არის
|