კომუნიკაციები ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება 2017, 10 მარტი, 21:56 სიყვარული შორ მანძილზე ადვილი არ არის. მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ არის ისეთი გაჯეტი, რომელიც საყვარელ ადამიანთან დაახლოებაში დაგეხმარებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მსოფლიოს მეორე კუთხეში იმყოფება. ლონდონის უნივერსიტეტის Imagineering Lab ლაბორატორიის მეცნიერებმა შექმნეს აპარატი, რომელიც სმარტფონს კოცნის მანქანად აქცევს. მოწყობილობა რომ გამოიყენოთ, ის სმარტფონს უნდა შეუერთოთ. ამის შემდეგ, აპარატი უკვე თვითონ ამყარებს კავშირს შეტყობინების გაცვლის მობილურ აპლიკაციასთან. ჯერ-ჯერობით მოწყობილობა ტესტირებას გადის და მისი ფასი, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * iPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზე * ექსტრემალური შემთხვევები და მობილური ტელეფონების ფუნქციები * მობილური ტელეფონები ახლა და 20 წლის წინ. როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება 185 5-ს მოსწონს
|