x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137499
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
ლონდონის სავიზიტო ბარათად ქცეული წითელი სატელეფონო ჯიხურების "სასაფლაო"


image





ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირის პატარა სოფელ კარლტონ მინიოტში უნიკალური და ნოსტალგიური ადგილია, სადაც ლონდონის სავიზიტო ბარათად ქცეული, მოხმარებიდან ამოღებული, წითელ სატელეფონო ჯიხურებია განთავსებული.



ამ წითელი ჯიხურების "სასაფლაო" ასახავს გაერთიანებულ სამეფოში საჯარო სატელეფონო ყუთების ისტორიას.
სერ ჯაილ გილბერტ სკოტის მიერ შექმნილი ეს საკულტო წითელი სატელეფონო ყუთები ოდესღაც დიდი ბრიტანეთის, ბერმუდის, გიბრალტარისა და მალტის ქუჩებში იყო. თუმცა, როდესაც ტექნოლოგია განვითარდა და მობილური ტელეფონები უფრო ფართოდ გავრცელდა, ეს საჯარო სატელეფონო ყუთები მოძველდა და საბოლოოდ ამოიღეს ქალაქის ქუჩებიდან.



პირველი სტანდარტული საჯარო სატელეფონო კიოსკი ლონდონის ქუჩებში 1921 წლიდან გამოჩნდა, წითელი ფერის კი - 1924 წელს.




ამ სატელეფონო ჯიხურს ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში წარმოადგენდნენ, როგოგორც დროში მოგზაურობის მანქანად. რეალობაში კი დრომ და განვითარებამ ის მოძველებულ ტექნიკად აქცია.





0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0