x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შეცდომები, რომლებსაც ტელეფონის დატენვისას ვუშვებთ - ეს აზიანებს ტელეფონს!

image
თანამედროვე ტელეფონის მომხმარებლები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ სმარტფონები ძალიან მალე იცლება და დილით დატენილი მოწყობილობა საღამომდეც კი ვერ ძლებს. სინამდვილეში ეს მთლიანად ჩვენი ბრალია.

გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ სმარტფონი უნდა დაიტენოს 100%-ით და ყველანაირად უნდა მოვერიდოთ ხშირ-ხშირად ნაწილ-ნაწილ დატენვას.

სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა!

Battery University-ს საიტზე, რომელიც აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია Cadex-ის მიერ არის შექმნილი — დეტალურადაა აღწერილი სმარტფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორის ე.წ. სტრესი. ადამიანის მსგავსად, გამუდმებულ სტრესზე ელემენტიც რეაგირებს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებით. ამიტომ თუ გსურთ, რომ სმარტფონის აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, სწორად უნდა დატენოთ იგი.
image

როცა სმარტფონი მთლიანად არის დატენილი, ნუ დატოვებთ მას დენის წყაროში ჩართულს.


Cadex-ის მონაცემებით, უკვე დატენილი ტელეფონის ენერგიის წყაროში ჩართული დატოვება, როგორც ამას ღამე ხშირად ვაკეთებთ, აკუმულატორს აზიანებს. როცა ტელეფონი 100%-ით იმუხტება, იგი იწყებს ელექტრობის მიღებას მცირე იმპულსებით, რომლებიც ეხმარება მუხტის დონის მაქსიმუმზე დაჭერაში.

ამგვარად, ელემენტი ამ დროს სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ეს კი აკუმულატორს აფუჭებს. ამიტომ, როცა ტელეფონი მთლიანად დაიტენება, გამორთეთ დენის წყაროდან. თქვენ თავად ხომ არ ისურვებდით მთელი ღამის განმავლობაში, ძილის გარეშე, შეუსვენებლად იმუშავოთ და კუნთები დაჭიმული გქონდეთ?

უმჯობესია ტელეფონი არ დაიტენოს 100%-ით.
image

Cadex ამტკიცებს, რომ ელემენტისთვის არათუ არ არის საჭირო, არამედ სასურველიც არ არის ბოლომდე დატენვა. ეს იმიტომ, რომ ბოლო სტადიაზე აკუმულატორი იტენება მაღალი ძაბვით, რაც მისთვის საზიანოა.

ამიტომ, თუ გსურთ, რომ ტელეფონი ერთგულად გემსახუროთ, უმჯობესია დღეში რამდენჯერმე მცირედი პორციობით დატენოთ.

დატენეთ ტელეფონი ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

ყველაზე კარგია, თუ დატენით ტელეფონს მაშინ, როცა მუხტის დაახლოებით 10% აქვს დაკარგული. ცხადია, ეს ცუდად ჯდება ჩვენი ცხოვრების რიტმში, ამიტომ ჩართეთ ტელეფონი დენის წყაროში ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

ამგვარი დატენვა ერთი მხრივ გაახანგრძლივებს სმარტფონის ელემენტის მოქმედების ვადას, მეორე მხრივ კი, ყველთვის ხელთ გექნებათ დატენილი ტელეფონი.
image

გქონდეთ ტელეფონი გრილად.

ტელეფონის ელემენტი მგრძნობიარეა გადახურების მიმართ. მაგალითად, კომპანია Apple რეკომენდაციას იძლევა, დატენვის დროს მოხსნათ ტელეფონს საფარები და ჩიხოლები— ისინი აცუდად ატარებს სითბოს და ხელს უწყობს iPhone-ის გადახურებას. ხოლო თუ ტელეფონზე პირდაპირ აცხუნებს მზე, აუცილებლად გადააფარეთ რაიმე. ამგვარად ელემენტი უფრო ჯანსაღი იქნება და დიდხანს გაძლებს.







6
20059
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
20059
  
2021, 20 იანვარი, 0:35
ძალიან ინფორმატიულია, კარგია. მაგრამ ეს ჩიხოლების და საფარების შემოცლა ყოველი დატენვის დროს, მით უმეტეს, ხშირად, ცოტა საწვალებელია, არა?
2016, 19 ოქტომბერი, 12:34
ჰო ეს მართალია ყველანაირ აკუმლატორს ეჯავრება ზედმეტი დამოხვტა დუღილს იწყებს მერე და იფიტება მარა ანდროიდის პროცოსორი მაგრად რომ ხაპავს დენს ეს ხომა ასეა.
2016, 13 სექტემბერი, 11:25
მე უკვე ვცადე ასე,და მგონი სიმართლეს შეესაბამება...როცა ბოლომდე ვავსებდი,უფრო მალევე ჯდებოდა და დღეში ორჯერ მაინც ვტენიდი...ახლა პირიქით...უფრო დიდხანს ძლებს...
2016, 12 სექტემბერი, 17:27
Xo vcdi aba chemo kargo, madloba
2016, 12 სექტემბერი, 16:33
მეც პირიქით ვიცოდი, ალექს. მაგრამ ამასწინათ მომიწია ამ თემაზე მასალის თარგმნა, კონკრეტულად LG-სგან იყო შეკვეთა მობილურის ინტერფეისის თარგმანზე და იქ ეწერა ასეთი რამ: "წარსულში ხშირად გამოყენებული ნიკელ-კადმიუმის ელემენტის ქმედუნარიანობა, მისი ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება მაქსიმალურად გახანგრძლივდეს თუ სრულად დაიცლება და შემდეგ მთლიანად დაიტენება. ხოლო ლითიუმ-იონურ ელემენტებს, რომლებიც ახლახანს შემოვიდა მოხმარებაში, აქვს სრულიად განსხვავებული ქიმიური თვისებები. განმეორებითმა დაცლამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ელემენტის ქმედუნარიანობაზე.
ამგვარად, შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ ელემენტის ქმედუნარიანობა, თუ დატენით მას ხშირად, სანამ ბოლომდე დაიცლება."
2016, 12 სექტემბერი, 14:27
ნათი ძალიან მაინტერესებდა ეს თემა, მაგრამ პირიქით მაქვს მე გაგებული და რავიცი. ასეც ვცდი აბაა
0 1 6