2016 წლის 1 მარტს ჟენევის ავტოსალონზე შედგა ჰიპერკუპე Bugatti Chiron ის დებიუტი. ახალი ავტომობილი თავის წინამორბედთან Bugatti Veyron თან შედარებით ყველა პარამეტრით უკეთესია. გარეგნობას კი ვერცერთი ავტომოყვარული ვერ დაუწუნებს.საინტერესოა ვნახოთ თუ როგორ აწყობენ ამ შეუდარებელ ავტომობილებს,
თუ რა ყურადღებას აქცევენ ყოველ დეტალს.
2017 წელს კომპანია Bugatti მხოლოდ 70 ცალ Bugatti Chiron გამოუშვებს. ამჟამად 12 ჰიპერკარის აწყობა მიმდინარეობს. უკვე 220 ცალის შეკვეთაა მიღებული. ერთი ავტომობილის ფასი 2, 4 მილიონი ევროა.
მთელი პროცესი – აწყობიდან მფლობელთან მიყვანამდე– 6 თვე გრძელდება. ავტომობილებს აწარმოებენ საფრანგეთში, ობერნეს ქარხანაში. აქ რობოტები არ არის. 20 ინჟინერი ხელით აწყობს მანქანას 1800 ზე მეტი ცალკეული დეტალისაგან. შეღებვაც ხელით ხდება და სამ კვირამდე სჭირდება. ზოგიერთი ფერი 8 ფენა ესმება და ყოველი ფენა ცალკე შრება და პრიალდება.
2005 წელს აშენებული ქარხნის ფართობი 1000 კვადრატული მეტრია. იატაკი ქარხანაში ეპოქსიდური ფისისაგან არის დამზადებული, რაც ხელს უშლის ელექტრონული მუხტების წარმოქმნას.
ბუგატის დიზაინერები მანქანას ქმნიან შემკვეთის გემოვნების მიხედვით, არჩევანი მრავალფეროვანია. კომპანია გვთავაზობს 23 ემალის ფერს, ექსტერიერის კარბონის დეტალების 8 ვარიანტს, 30 ზე მეტი ფერის ტყავს. ნოხების 18 ნაირსახეობას, 11 ფერის უსაფრთხოების ქამარს.
როცა ყველაფერი საბოლოოდ შეთანხმდება შემკვეთთან, იწყება მანქანის აწყობა. ყოველ ნაწილს თავისი აწყობის ნომერი ენიჭება, შემდეგ მანქანა სამღებროში გადადის, შეღებვას სამი კვირა მიაქვს.
ძრავი ჩამოაქვთ ზალცგიტტერეს ქარხნიდან, სადაც ის წინასწარ გადის რვასაათიან ტესტირებას. ერთი ავტომობილის შასის სამი უმაღლესი კვალიფიკაციის მუშა აწყობს. 8 ლიტრი მოცულობის, W16 ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენისძალაა. მაბრუნი მომენტი 1600 ნიუტონმეტრს აღწევს. წონა 627 კილოგრამია. ასეთი ძრავის ტესტირებისათვის კომპანია ბუგატიმ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დინამომეტრული სტენდი გააკეთა.
აწყობის შემდეგ, სანამ ტრეკზე გააგზავნიან, მანქანას კიდევ ერთხელ ამოწმებენ. ათვალიერებენ შეერთების ადგილებს, ამოწმებენ შეღებვის ხარისხს, ელექტრონული სისტემების გამართულობას. კორპუსის ჰერმეტულობის შესამოწმებლად მანქანას ათავსებენ მოწყობილობაში, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში ასველებს მანქანას მუსონური წვიმების ძალით.
ინტერიერის მონტაჟის შემდეგ მანქანა მიჰყავთ 300 კილომეტრის დაშორებით მდებარე კოლმარას აეროპორტში. სადაც ასაფრენ ზოლზე ტარდება ტესტები 250 კმ/სთ ზე მეტი სიჩქარით. ამის შემდეგ ქარხანაში აბრუნებენ, უცვლიან საბურავებს და ზეთს. და კიდევ 50 კილომეტრიან საფინალო გამოცდას გადის. საბოლოოდ ასუფთავებენ მანქანას, ამოწმებენ შეღებვის ხარისხს და გადასცემენ შემკვეთს.