x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509645
ფრთხილად! სასიკვდილო ნათება!
image

ეკონომიური ნათურების გამოყენებამ ბოლო დროს მასობრივი ხასიათი მიიღო.ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით ისინი ეკონომიურობით და ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევიან, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა ზიანის მიყენება შეუძლიათ მათ ჯანმრთელობისთვის.

ეს ნათურები შუქის გენერირებას ახდენენ ლუმინოფორის მეშვეობით, რომელსაც ნათურების შიდა კედლებს უსვამენ. შიგნიდან კი ეს ნათურები ამოვსებულია არგონით და ვერცხლისწყლის ორთქლით. ელექტროობის ზემოქმედებით ვერცხლისწყლის ორთქლი იწყებს ულტრაიისფერი სხივების გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ ლუმინოფორის სტიმულაციას ახდენს სინათლის გამოსასხივებლად.

image


ენერგოეფექტური ნათურები გულდასმით შეისწავლა გერმანელმა პროფესორმა, ბერლინის წმ.იადვიგას საავადმყოფოს სომნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა დიტერ კუნცმა. მთელი რიგი გამოკვლევების შედეგად იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ეკონომიური ნათურების მიერ გამოყოფილი ნათება ძილის დარღვევებს იწვევს. მათი ხშირად გამოყენება კი ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე:დაწყებული საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციით, დამთავრებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფსიქიური აშლილობით, დეპრესიით, შაკიკით და სიმსივნითაც კი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნათურები რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა, რაც კიდევ ერთი მიზეზია მათზე უარის სათქმელად.

0
437
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0