x
image
მთვრალი12
რა სასამართლო დავა ჰქონდა ქიბარ ხალვაშს საკუთარ ბიძაშვილთან?!

imageბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალური თემაა ხიბარ ხალვაში და მისი საქმე.ცოტნე გამსახურდია მასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს იხსენებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს : "მეზარებოდა მოყოლა, მაგრამ მაინც იცოდეთ ქიბარას "ობლიკო მორალე".
წლების წინ, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი იყო ვინმე დათო ხალვაში, მეტსახელად - "ქელფეთა". ის და ქიბარ ხალვაში ბიძაშვილები არიან. როდესაც ასლან აბაშიძე საქართველოდან გაიქცა, "ქელფეთაც" თან გაჰყვა. ცხადია, რომ ახლები მას აუცილებლად მოუნახავდნენ დარღვევებსა და კრიმინალურ ეპიზოდებს და ქვეყანას გაცლა ამჯობინა.
არ ვიცი დეტალურად, რა მუხლებით იყო საქმეები აღძრული დაცვის უფროსის წინააღმდეგ, ან რა მტკიცებულებები ჰქონდა ნა...ცების ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტი იყო, რომ რაღაც უჭირდათ ბრალის დასაბუთებაში. სააკაშვილი რის სააკაშვილი იყო, რომ მოწინააღმდეგე ბოლომდე არ დაეხუნძლა ბრალდებებით და "ქელფეთას" საქმეზე ერთერთ მთავარ მოწმედ მისი მკვიდრი ბიძაშვილი, ქიბარ ხალვაში გამოიყვანეს. მაშინ ქიბარა ოქრუაშვილის კარის ბიზ-მ-ესმენი გახლდათ, ხოლო ოქრუაშვილი - ჯერ კიდევ მიშას ყურმოჭრილი ყმა...
ეს ამბავი წლების მანძილზე გრძელდებოდა. "ქელფეთას" დევნა მისი ბიძაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობითაც ხორციელდებოდა. მახსოვს, ასე ათი წლის წინ, ის სოცქსელებში მიკავშირდებოდა და მთხოვდა, აღარ შემიძლია მალვა, უთხარი ოქრუაშვილს, თხოვოს ქიბარას საჩივარი გამოიტანოსო... უკვე აჯანყებულ ოქრუაშვილზე იყო ლაპარაკი. მე არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა ამ ბინძური ხლართებისა და ინტრიგების არსი, და ამიტომ მისი თხოვნა არ და ვერ დავაკმაყოფილე.
იმ დროიდან მახსოვს ჩვენი "გმირი", რომელიც ყველაფრის, სუსუყველაფრის მკადრებელია....დაინტერესდით, ამ მონაყოლის დასტური აუცილებლად მოიძებნება გამოძიების მასალებში.
პ.ს. "ქელფეთა" ამ ორიოდე წლის უკან დაბრუნდა საქართველოში.
" - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიაimage

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0