სისხლის სამართალი რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მამიდამ ძმის ოთხსულიანი ოჯახი ამოწყვიტა 2017, 6 მარტი, 18:42
საფრანგეთში, ქალაქ ნანტის დასავლეთ ნაწილის გარეუბნის სახლში ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა სებასტიანის და მისი მშობლების სისხლის კვალი(მხოლოდ არა შარლოტასი). სახლში ჩანდა ძალადობის ნიშნებიც. თავიდან ეჭვი სებასტიანზე მიიტანეს, რადგან ის შემჩნეული იყო ოჯახის წევრებთან ჩხუბში, მაგრამ შემდეგ სებასტიანის მამიდას მემკვიდრეობით დარჩა ოქროს მონეტები, რამაც გამომძიებლებს ეჭვი გაუჩინა. მონეტები ექვსი წლის წინ მათმა გარდაცვლილმა მამამ(რომელიც ოქროს თავისი ძველი მანქანების -ის გასაახლებლად აგროვებდა)ვაჟს, პასკალ ტროადესს დაუტოვა, რამაც ძალიან გაანაწყენა ქალიშვილი - ლიდია ტროადესი და მემკვიდრეობის ხელში ჩაგდება მოისურვა. ლიდიამ ეს ყოფილ ქმარს ჰუბერტ ს -ს შესჩივლა. ტროადესების ოჯახის ამოწყვეტა გარეუბნის სახლში დაგეგმეს და აღასრულეს კიდეც. გლუვი საგნების ცემით დახოცეს ოთხივე და შეეცადნენ კვალის წაშლას. მოკლულს, სებასტიანს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, გასამართლებული იყო მკვლელობის მუქარისთვის, რამაც ეჭვი გაუჩინა გამოძიებას. მის მობილურ ტელეფონსაც ეტყობოდა სისხლის კვალი. ტელეფონი და მანქანა 100 მილის დაშორებით იპოვეს. სებასტიანის თანაკლასელები კი მას ახასიათებდნენ წყნარ, მეგობრულ ადამიანად, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებოდა. სახლიდან გამქრალი იყო სავარცხლები და კბილის ჯაგრისები. საჭმელი კი მაცივარში იყო დატოვებული, ისე, თითქოს სახლში დრო შეჩერდა. 1 მარტს სახლიდან 175 მილის დაშორებით იპოვეს ორი შარვალი, ერთ-ერთის ჯიბეში იდო შარლოტას სამედიცინო ბარათი. ოჯახი უკანასკნელად 16 თებერვალს ნახეს, აქამდე იყო ჩართული მათი მობილური ტელეფონებიც და გააქტიურებული იყო საბანკო ანგარიშები. ჰუბერტი და ლიდია გუშინ, კვირა დღეს დააკავს. მამაკაცმა მკვლელობა აღიარა. 404 2-ს მოსწონს
|