შხაპის მიღებისას ჩვენ ვსუფთავდებით ოფლისგან, კანის მკვდარი უჯრედებისა და ცხიმისგან. არსებობს შეხედულება, რომ წყლის ხშირმა პროცედურებმა შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობას ავნოს, ნამდვილად ასეა თუ არა?
თანამედროვე ცხოვრების რიტმი, სტრესი და ფიზიკური აქტივობა იძულებულს გვხდის, რომ შხაპი დღეში ორჯერ მაინც მივიღოთ. დასაბანი საშუალებების
უმრავლესობა შეიცავს პარაბენებს, ქსენოესტროგენებს და გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს.
წყალი თავის მხრივ შეიცავს ქლოს, ფტორს და სხვა ნივთიერებებს - რაც საერთო ჯამში კანის დამცავ ბარიერს ასუსტებს.
1. კიდევ ერთი შეცდომაა ცხელი შხაპის მიღება, რადგან ამ დროს ცხიმის გამომყოფი ჯირკვლების გააქტიურება ხდება და პრობლემური კანი თუ გაქვთ, მდგომარეობა გაუარესდება.
2. თუ შხაპს დიდხანს იღებთ, ეს უარყოფითად აისახება თქვენს კანზე, ის გამოშრება. ეცადეთ საშხაპეში 10 წუთზე მეტხანს არ დაჰყოთ.
3. უარი თქვით პარფიუმერულ გელებსა და საპონზე.
ეს პროდუქტები თქვენს კანს აშრობენ. გამოიყენეთ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული
საშუალებები.
4. იცით, რომ დასაბანი ღრუბელი იდეალური ადგილია ბაქტერიებისთვის? ექიმები გვირჩევენ, რომ ღრუბელი ყოველ ერთ თვეში გამოვცვალოთ.
5. ბოროტად ნუ გამოიყენებთ შხაპის გელს. არ არის საჭირო ქაფით დაიფაროთ, ამით მხოლოდ კანის დამცავ ბარიერს ანადგურებთ.
და ბოლოს, ნუ გამოიყენებთ უხეშ პირსახოცს მგრძნობიარე
კანისთვის, რომელსაც ეს-ესაა მთელი ბუნებრივი დაცვა ჩამორეცხეს. უხეში პირსახოცით გამშრალება კიდევ ერთი ზედმეტი ტრავმა და არაფრისმომცემი პროცედურაა კანისთვის.