x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როდის არის თმის ცვენა საგანგაშო და როდისაა ნორმა?
image



გარკვეული რაოდენობის თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ჩვენი თმა
მუდმივად საჭიროებს განახლებას, შესაბამისად, ყოველ დღე თმის გარკვეული
რაოდენობა გვცვივა და მის ადგილას ახალი ამოდის. პრობლემები სწორედ მაშინ
იწყება, როცა გაცვენილი თმის ადგილას ფოლეკული ცარიელი რჩება და თმა აღარ
იზრდება.
ჯანმრთელ ადამიანს დღეში დაახლოებით 80-120 ღერი თმა სცვივა. ზამთარში
ან ადრე გაზაფხულზე, თმის ცვენა იმატებს, რადგან ამ დროს ტემპერატურა
რადიკალურად იცვლება. სისხლძარღვები ვიწროვდება და თმა ისე ვეღარ
"იკვებება" საჭირო ნივთიერებებითა და ვიტამინებით, როგორც საჭიროა . დროის
ამ მონაკვეთში, დაკარგული თმის ღერების რაოდენობა 150-ს აღწევს. არ
დაიზაროთ და გააკონტროლეთ, დაახლოებით რამდენი ღერი თმა გცვივათ. თუ
აბაზანაში, ლოგინში, ტანისამოსზე და იატაკზე დიდი რაოდენობით თმას
აღმოაჩენთ, თქვენ უკვე გექნებათ განგაშის საფუძველი. დაკვირვების დროს
აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად,
ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ ჰორმონალური დარღვევები და საშარდე სისტემის
ანთება, მენტრუალური ციკლის დროს თმის ცვენა ეზრდებათ . თუ თმის ცვენის
რაოდენობა აღემატება 150-ს, შესაძლებელია, დროული ჩარევით, სახლის
პირობებშიც მოიგვაროთ ეს პრობლემა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია:
ვიტამინების მიღება, ფიზიოთერაპია დარსონვალის სახით, სწორი კვება და
სამედიცინო ნიღბების გამოყენება. თუმცა, იმისათვის რომ ზუსტად გაირკვეს,
თუ რატომ კარგავთ თმას მიმართეთ დერმატოლოგს. მხოლოდ კონსულტაციისა და
სპეციალიზებული კვლევების ჩატარების შემდეგ გაიგებთ რეალურ მიზეზს.












იხილეთ აგრეთვე:

ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი!



ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად!


კანაფის ზეთი სიმსივნესა და სხვა უამრავ დაავდებას კურნავს!


ავიტამინოზის ნიშნები და მკურნალობის მეთოდები


რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი?


სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა!


სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!

0
489
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0