საზოგადოება "#სიკეთეგადამდებია...არასდროს არ მილაპარაკია ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე..." 2017, 5 მარტი, 11:12 მომღერალი ოთო ნემსაძე 3 მარტს(დედების დღეს) სოციალურ ქსელში საკმაოდ ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს და სურს საკუთარი მდგომარეობა და შეხედულებები გაგვიზიაროს.იხილეთ ტექსტი სრულად : "მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ არ მიყვარს საკუთერი სიხარულის თუ მწუხარების აფიშირება, უბრალოდ ეს ის შემთხვევაა როცა არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი ბედნიერება. ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც თავისი დიდი სიმპათია გამოხატა ჩემი შემოქმედების მიმართ და მითხრა ბათუმში რომ მოხვდები უბრალოდ შემეხმიანეო. გუშინ ჩამოვედი ბათუმში და შევეხმიანე ამ კარგ ადამიანს მოსაკითხად. შევხვდით ერთმანეთს და მან მანქანა დიდ მშენებარე კორპუსთან ბათუმის ცენტრში გააჩერა. მითხრა ამ სახლს მე ვაშენებ და აი მეჩვიდმეტე სართულზე ძალიან მაგარი ხედით ბინა შენიაო...... გავჩერდი და გავიყინე ადგილზე არც კი ვიცოდი რა მეთქვა გულმა ისე დამიწყო ცემა მეგონა ამოვარდებოდა, თან მოაყოლა არ მინდა არაფერი უბრალოდ კაი კაცი ხარ და აი ეს სახლი მინდა გაჩუქოო, ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამთანხმდა პოსტის დადებაზე. 124 4-ს მოსწონს
|