x
image
natia.a
რატომ მოიკლა თავი კატნერმა? - ის, რაც "ჰაუსის" მაყურებლებმა არ იციან
image
"ექიმი ჰაუსის" (House, M. D.) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელიც 2013 წელს მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ჰიუ ლორიმ გრეგორი ჰაუსის როლის შესრულებისთვის 2006 და 2007 წლებში ოქროს გლობუსი მიიღო.


image
თუმცა სტატიაში სულ სხვა პერსონაჟს შევეხებით, კერძოდ კი, ლორენს კატნერს, რომელიც სერიალის მე-4 სეზონში გამოჩნდა და ჰაუსის ახალი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახდა.

არასტანდარტული აზროვნებით მან რამდენჯერმე ჰაუსიც კი გააოცა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. მაგრამ მეხუთე სეზონის მე-20 სერიაში მოვლენები მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელად განვითარდა: ექიმმა კატნერმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. იგი საკუთარ ბინაში სისხლისგან დაცლილი იპოვეს კოლეგებმა - "ცამეტმა" და ფორმანმა. გამოძიებამ აჩვენა, რომ საქმე ნამდვილად თვითმკვლელობას ეხებოდა - იარაღის სასხლეტზე კატნერის თითს ანაბეჭდები აღმოჩნდა. სავარაუდოდ, სუიციდის მიზეზი იყო ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ლორენსმა ექვსი წლის ასაკში მიიღო, როცა მას მშობლები თვალწინ დაუხოცეს.


image
ჰაუსი ჯერ ფიქრობდა, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა ლოურენსის გვარის შეცვლა მას შემდეგ, რაც ახალმა მშობლებმა იშვიდეს, და ეს ვარაუდი მისთვის ჩვეული პირდაპირობით მიახალა შვილდაკარგულ მშობლებს. თუმცა შემდეგ ეს ვარაუდი უკუაგდო და უფრო მკვლელობის ვერსიისკენ გადაიხარა. მკვლელობის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებდა ის ფაქტიც, რომ კატნერმა ერთ-ერთ წინა სერიაში თავად აღიარება თვითმკვლელობის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას.

ასეა თუ ისე, ფილმში ეს ფაქტი ამოუხსნელი დარჩა და ბევრი მაყურებელი იმედგაცრუებული დატოვა.


image
სინამდვილეში კი, სცენარისტები იძულებულნი გახდნენ "მოეკლათ" კატნერი, რადგან მისი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა კელ პენიმ, რომელიც ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო, მოულოდნელად დატოვა სატელევიზიო პროექტი და სამუშაოდ გადავიდა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. კერძოდ კი მის კომპეტენციაში შედიოდა აზიური წარმოშობის ამერიკელებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. ეს არც არის გასაკვირი, რადგან იგი თავადაც წარმოშობით ინდოეთიდანაა და მისი ნამდვილი სახელია კალპენ სურეშ მოდი.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღების ინტიმური ნაწილი - ის, რაც ცოტამ თუ იცოდა...
image
2. რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...
image
3. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა"
image
4. ფოტოები, რომლებიც ყველას მერილინ მონროსი გვგონია, მაგრამ ვცდებით - დაჯერებაც კი გაგიჭიდებათ!
image
5. დააკვირდით ნახატებს! - ის, რაზეც უბრალოდ არ ვლაპარაკობთ...


image

0
3150
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0