x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტყუპებმა ტყუპებზე იქორწინეს
imageტყუპმა დებმა ტყუპ ძმებზე-ჟოლდასბეკ და ტორებეკ ტოლეპბერგენულებზე იქორწინეს, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ არის, ორივე და ბავშვს ელოდება, ორივე ძმა პროფესიით ვეტერინარია, ხოლო ორივე და პედაგოგი.ამასთანევ ისინი ერთჭერქვეშ ცხოვრობენ.

image

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჟოლდასბეკმა მაღაზიაში გაიცნო ასილი, ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა ხუმრობით უთხრა:ხომ არ გყავს ტყუპისცალი და ჩემი ტყუპისცალ ძმას რომ გავურიგოთ?როგორი იყო ჟოლდასბეკის გაოცება, როდესაც გოგონამ უპასუხა, რომ მას ტყუპისცალი და ჰყავს.

image


ორივე წყვილის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და მალე ისინი დაქორწინდნენ მშობლიურ ქალაქ აკტაუში(სამხრეთ-დასავლეთი ყაზახეთი).ბიჭებმა, რომლებიც ამჟამად 23 წლისები არიან აღიარეს, რომ ცოლების გარჩევა უჭირთ:"ქორწილის დროს ცოლები ერთმანეთში აგვერია, მათ მაკიაჟიც კი ერთნაირი ჰქონდათ"-აღნიშნა ტორებეკმა.

image

ერთი წლის შემდეგ ორივე წყვილს შვილები შეეძინათ. ჟოლდასბეკს და აიმს-ვაჟი, ხოლო ტორბეკს და ასილს-ქალიშვილი(აქვე დაგებადებათ ლოგიკური კითხვა, ჟოლდასბეკმა პირველად ასილი გაიცნო და აიმზე დაქორწინდა?-ნამდვილად ასე გამოდის!)

ამჟამად წყვილები ერთჭერქვეშ ცხოვრობენ სამოთახიან ბინაში, თუმცა აპირებენ მომავლისთვის საკუთარი სახლი აიშენონ. გოგონები ისევ ფეხმძიმედ არიან და მრავალი ინტერნეტმომხარებელს ებადება კითხვა.შეეძინებათ თუა არა რომელიმე წყვილს ტყუპი ბავშვები?

image



იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

2
331
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
331
  
0 1 2