სასმელები ხილი და ნიგოზი კონიაკში 2012, 10 ივნისი, 20:34 ამ სასმელის დასამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ სპირტი ან კონიაკი და არა არაყი, რადგან არაყს აქვს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი და გემო.
მირთმევისას არ დაგავიწყდეთ ყინულის კუბიკების ჩაყრა, რადგან ცივად სასიამოვნო დასალევიცაა და თან ცოტათი მაინც გაანეიტრალებს ალკოჰოლს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით კონიაკი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილას სამი კვირით.
საჭირო მასალა: ლეღვის ჩირი-250გრ კურკაგამოცლილი ხმელი ფინიკი-125გრ ნიგოზი-125გრ დარიჩინი დანის წვერით ვანილი კარდამონის 4ც მარცვალი ლიმონის ცედრა 1/2 შაქარი-50გრ კონიაკი-0, 7ლ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ნუ შეგაშფოთებთ, რადგან მათი შოვნა არ არის ძნელი. 51 3-ს მოსწონს
|