x
image
თეონა გორდეზიანი
რა ამბავი იმალება ისტორიული ფოტოს მიღმა...
ბევრი ისტორიული ფოტო არსებობს, რომელიც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ასახავდეს. ფოტოზე ერთი კადრია დაფიქსირებული უკან კი საინტერესო ინფორმაცია იმალება...


image


ეს ფოტო საბჭოთა კავშირის ეპოქაში

მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ეცნობა და არც ჩვენი თაობისთვისააა უცხო "პერსონაჟი".


სტალინს პატარა გოგონა ჰყავს ხელში აყვანილი - გელია მარკიზოვა.

ეს ფოტო ცნობილი პლაკატიდანაა -

"მადლობა სტალინს ჩვენი ბედნიერებისთვის"...


თუმცა, ამ "ბედნიერი გოგონას" ცხოვრება არც თუ ისე ბედნიერად წარიმართა. მისი მამა ხალხის მტრად, იაპონელების ჯაშუშად გამოაცხადეს და დახვრიტეს. პატარა გოგონა კი დედასთან ერთად გადაასახლეს. იქ დედა გარდაეცვალა და ბავშვთა სახლში აღმოჩნდა.


ამ მოვლენების შემდეგ ფოტოზე წარწერა შეცვალეს და " სტალინი და გელიას" ნაცვლად მიუწერეს:

" სტალინი და მამლაკატი", ამასთან ერთად შეთხზეს, რომ ეს გოგონა სინამდვილეში პიონერი მამლაკატ ნახანგანოვა იყო და ბევრს ასეც ეგონა.


გოგონა მოგვიანებით სულ წავიდა საბჭოთა კავშირიდან, სადაც არც ისე სასიამოვნო მოგონებები დარჩა და ინდოეთში მუშაობდა ექიმად.


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ახლავს ამ ფოტოს...სტალინს გოგონა, რომ ხელში ეჭირა და თან ფოტოაპარატს უღიმოდა, ბერიასთვის უთქვამს: "მომაშორე ეგ ტილიანი". ეს სიტყვები ბავშვს ახსოვდა, თუმცა ეგონა, რომ თბილი სიტყვები იყო და მხოლოდ მოზრდილობისას გაიგო რას ნიშნავდა.

1
301
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
301
  
2017, 1 მარტი, 18:34
საინტერესოა. ფოტო ვიცოდი, ისტორია - არა. სტატია მართლა მომეწონა.
0 1 1