სასარგებლო პროდუქტები ყავას შეუძლია ამ ხუთი დაავადებისგან დაცვა - კვლევის შედეგები! 2017, 27 თებერვალი, 12:26 ყავას შეუძლია ხუთი სხვადასხვა დაავადებისგან ადამიანის ორგანიზმის დაცვა. ამის შესახებ განაცხადეს ჰარვარდის უნივერსიტეტის მვლევარებმა. აღნიშნული დასკვნები ეყრდნობა 130 ათას მოხალისეზე ჩატარებულ კვლევას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო ადამიანის ორგანიზმზე ყავის მოქმედების შესწავლა. ექსპერიმენტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამ სასმელს შეუძლია ხუთი დაავადებისგან დაცვა. კვლევაში, რომელიც რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა, 130-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც დღეში ექვს ჭიქა ყავას სვამენ, სიკვდილიანობისა და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების რისკი არ იმატებდა. კვლევამ აჩვენა, რომ ყავის მოხმარება ორგანიზმს იცავს 5 სხვადასხვა დაავადებისგან: - ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებებისგან. ყავა ახდენს უჯრედებში ზოგიერთი სასიგნალო გზის ბლოკირებას, რის შედეგადაც, მუხრუჭდება იმ სიგნალების გადაცემა, რომლებიც ნერვული სისტემის ასაკიბრივ დაავადებებს იწვევს. - ყავა იცავს ღვიძლს დაავადებებისგან, მათ შორის ციროზისგან. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ, ციროზი იშვიათად ემართებათ იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად იღებენ ყავას. - ყავა ამცირებს მოციმციმე არითმიის განვითარების რისკს. ამასთან, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ თუ ეს დაავადება უკვე აქვს ადამიანს, მაშინ კოფეინის შემცველი სასმელების მიღება პირიქით, უკუნაჩვენებია. - ყავა ამაღლებს გლუკოზის მიმართ კუჭქვეშა ჯირკვლის მგრძნობელობას, რისი წყალობითაც მცირდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. - დაბოლოს, ყავა ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ყავა ისევე მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც კალორიების შეზღუდვა, და ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას. კვლევის ავტორებმა ასევე განსაზღვრეს დღიური ნორმა, რომელიც დაცული უნდა იქნას იმისათვის, რომ ზედმეტი რისკი არ გამოიწვიოს - ეს არის დღეში არაუმეტეს 6 მცირე ზომის ფინჯანისა. ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ყავის მოხმარება უნდა შემცირდეს ან საერთოდ უარი ითქვას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ჰიპერტონია, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება და, ასევე, ორსულობის დროს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რა განსხვავებაა ყავის ამ ორ სახეობას შორის და როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი ყავა - გაითვალისწინეთ! 2. რომელი ხსნადი ყავაა ყველაზე უკეთესი - ექსპერტიზის შედეგები 3. ხსნადი თუ ნალექიანი ყავა - რომელია მავნე ჯანმრთელობისთვის? 4. 5 შეცდომა, რომელსაც ყავის მომზადებისას ვუშვებთ 5. საზიანოა თუ არა პაკეტის ჩაი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას 16752 13-ს მოსწონს 1-ს არა
|