ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა ან შეიძლება, თავადაც გითქვამთ – «ბოდიში წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდაო». ეს იგავი სწორედ იმაზეა არის, თუ რა ხდება, ადამიანის წყენის და მისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ.
იყო ერთი მეტისმეტად ფიცხი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა კაცი. და აი, ერთ დღეს, მამამ მას ტომარა მისცა, ლურსმებით და უთხრა, რომ ყოველთვის, როდესაც მრისხანებას ვერ შეიკავებდა და თავის აგრესიას ვინმეს მიმართ გამოავლენდა, ერთი ლურსმანი ჩაერჭო ღობეის ბოძში.
პირველი კვირის მანძილზე, მან რამდენიმე ათეული ლურსმანი ჩაარჭი. მეორე კვირიდან, თავის კონტროლი დაიწყო, მრისხანებას ისე ხშირად აღარ ავლენდა და დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, დაჭედებული ლურსმნების რაოდენობა მცირდებოდა. ბოლოს დადგა დღე, როდესაც მას არცერთხელ არ დაუკარგავს მოთმინება და ამის შესახებ, მამას უთხრა. ხოლო მამამ, შვილს ახალი დავალება მისცა – მას ამჯერად, როდესაც აგრესიისგან თავს შეიკავებდა, თითო ლურსმანი უნდა ამოეძრო ბოძიდან.
გავიდა დრო, და დადგა დღე, როდესაც მას შეეძლო ეთქვა მამისთვის, რომ ბოძზე არცერთი ლურსმანი აღარ იყო. მაშინ მამამ მოკიდა შვილს ხელი და ღობესთან მიიყვანა:
– შენ პრობლემას კარგად გაართვი თავი, მაგრამ ხედავ, ბოძში რამდენი ნახვრეტი არის? ის უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. როდესაც ადამიანს რამე ცუდს ეუბნები და ტკივილს აყენებ, მას ისეთი იარები უჩნდება, როგორიც ეს ნახვრეტებია. და მნიშვნელობა არა აქვს, ამის შემდეგ, ბოდიშს რამდენჯერ მოუხდი – იარა დარჩება.