ეკონომიკა ყველაზე უცნაური გადასახადები სამყაროს ისტორიაში 2017, 23 თებერვალი, 15:00
თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე უცნაურ გადასახადად ითვლება "გადასახადი სიმდიდრეზე" რომელიც საფრანგეთში მოქმედებს.
აღნიშნული გადასახადის დაკანონების შემდეგ, საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, რომლის წლიური შემოსავალიც 1 მილიონ ევროზე მაღალია, საკუთარი შემოსავლის 75%-ის სახელმწიფოსთვის გადახდა უწევს. მდიდრების გადასახადის არსებობის გამო ბევრმა მილიონერმა თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი. მაგალითად ჟერარ დეპარდიე რუსეთის მოქალაქე გახდა, ჯონი დეპი კი აშშ-სა და საფრანგეთში ცხოვრების თვეებს ისე ანაწილებს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების ვალდებულება არ დაეკისროს. თანამედროვე მსოფლიოში სხვა გამორჩეულად უცნაური გადასახადი ფაქტიურად არ არსებობს, თუმცა წარსულის მაგალითები მრავლად გვაქვს და ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე გიამბობთ. 1780-1839 წლებში პაკისტანში არსებობდა გადასახადი, რომელიც სამყაროს ისტორიაში ყველაზე საზარელი გადასახადი გახლდათ. მაშინდელი პაკისტანური კანონების თანახმად ხარკის სახით აუცილებელი იყო წელიწადში 100 ადამიანის მოჭრილი თავის წარმოდგენა. ძველ რომში არსებობდა გადასახადი "ებრაულ იერსახეზე". იმ პერიოდში ებრაელებს ისედაც უწევდათ სხვებზე მეტი ხარკის გადახდა. თუმცა რომაელებისთვის ეს საკმარისი არ იყო და დიდ ქალაქებში ებრაული იერსახით გამოჩენის უფლებაც ფასიანი გახადეს. XVII საუკუნის ინგლისში გადასახადი იყო დაწესებული შლაპებზე. ქალაქის მაცხოვრებლებს ამ ტიპის ქუდის ტარებითვის წელიწადში 2 ფუნტი უნდა გადაეხადათ, სოფლის მოსახლეობას კი 5. საბჭოთა კავშირში 20-დან 50-წლამდე ასაკის დაუოჯახებელი ადამიანები ვალდებული იყვნენ სახელმწიფოსთვის გადაეხადათ საკუთარი შემოსავლის 6%. 1705 წელს რუსეთის იმპერატორმა დააწესა გადასახადი წვერ-ულვაშზე. ყველა გაუპარსავ მამაკაცს, გარდა სასურლიერო პირებისა წელიწადში 30-დან 100 მანეთამდე ჯარიმის გადახდა უწევდა. ეს გადასახადი 1772 წელს ეკატერინე მეორემ გააუქმა. წვერის ტარებაზე მსგავსი კანონი მოქმედებდა მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისსა და საფრანგეთშიც. აშშ-ს შტატ მასაჩუსეთში კი გაუპარსავ მამაკაცებს ჯარიმის დაკისრების ნაცვლად ციხეში სვამდნენ. აღნიშნული კანონი მეცხრამეტე საუკუნეში მოქმედებდა. უცნაური გადასახადების სიაშია გადასახადი ფანჯრებზე. აღნიშნული ხარკის გადახდა უწევდათ ჰოლანდიელებს და გადასახადის რაოდენობა დამოკიდებული იყო ფანჯრების რაოდენობაზე. ჰოლანდიის მაგალითი მეჩვიდმეტე საუკუნეთში ინგლისმაც დანერგა და 1695-1851 წლებში ფანჯრის გადასახადს ბრიტანელებიც იხდიდნენ. საბედნიეროდ დღეს მსგავსი ტიპის გადასახადები აღარ არსებობს, თუმცა დისკომფორტისა და ფინანსური სირთულეების შექმნა ყველანაირ გადასახადს შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ გადასახადებისთვის თანხა არ გყოფნით ან არ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ოლნაინ სესხების კომპანია vivus.ge-ს, სადაც sesxebi სულ რაღაც 5, 7%-ში გაიცემა. სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.vivus.ge ®️ 872 3-ს მოსწონს 1-ს არა
|