თავის მოვლა თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები 2017, 23 თებერვალი, 12:10 თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომელიც მუცლის ღრუში, წელის მიდამოში, მდებარეობს. მარცხენა თირკმელი მარჯვენასთან შედარებით გრძელია. მათი მდებარეობა იცვლება ჯანმრთელობის, მინერალური ბალანსის, კანის პრობლემების, სისხლში ჰემოგლობინის დონის შესაბამისად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმედ სითხესა და ნარჩენებს, ფილტრავს სისხლს, მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესში.უფრო ვრცლად თირკმელების დაავადების მიზეზებზე: გენიტალიების შეშუპება ყოველდღიურად თირკმელები ფილტრავენ 130-150 ლიტრ სისხლს. ორგანიზმიდან დევნიან ჭარბ სითხეს, რითიც რეგულირდება სისხლში ელექტროლიტების: რკინის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, ფოსფორისა და ქლორის შემცველობა. თუ თქვენ შეგენიშნებათ სახის, კიდურებისა და სახსრების შეშუპება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ უმკლავდება დაგროვილ ტოქსინებსა და ზედმეტ სითხეს. შარდვის პრობლემები მუქი, ზედმეტად ღია და ხშირი შარდვა თირკმელებში არსებულ ანთებით პროცესზე მიუთითებს. ასევე, შემაშფოთებელი სიმპტომია ღამით ხშირი შარდვა. შარდვის დროს დისკომფორტი, შეიძლება მიუთითებდეს საშარდე გზების ანთებაზე. გამონაყარი კანზე როდესაც თირკმელებში მიმდინარეობს ანთებითი პროცესები, კანზე ჩნდება გამონაყარი. კანი შრება და მუდმივად გაღიზიანებულია. დაღლილობა და ანემია ჯანსაღი თირკმელები წარმოქმნის ჰორმონ ერითროპეტინს. ეს ჰორმონი ჩართულია ერითროციტების წარმოებაში. იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა თირკმლის ფუნქცია და საჭირო რაოდენობის ერითროპეტინი ვერ გამოიყო, ადამიანს უჩნდება ქრონიკული დაღლილობის სინდორმი და ანემია. რესპირატორული დაავადებები და სუნთქვის გაძნელება თირკმელების შეფერხებული მუშაობა, ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. ნებისმიერმა რესპირატორულმა დაავადებამ, შესაძლოა, თირკმელების დაზიანება გამოიწვიოს. პირის ღრუში, მეტალის გემოვნების შეგრძნება ორგანიზმში დაგროვილმა ტოქსინებმა შეიძლება შეცვალოს გემოს შეგრძნება და პირის ღრუში, უსიამოვნო მეტალის გემო გააჩინოს. თუ თირკმელები წმენდის ფუნქციას არ შეასრულებენ ადამიანს მადა დაუქვეითდება. ტკივილი ტკივილი ზედა, უკანა წელის არეში ხშირად მიუთითებს თირკმლის უკმარისობაზე. თაბრუსხვევა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა თირკმელების დაავადების დროს ტვინს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიწეოდება. რაც იწვევს: თაბრუს ხვევას, კრუნჩხვებს, სისუსტესა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვას. როგორ გავიწმინდოთ თირმელები და შევუწყოთ ხელი მის მუშაობას: 1.ჯანსაღი ცხოვრების წესი, მნიშვნელოვნად ამცირებს თირკმელების დაავადებას; 2.დაიცავით დიეტა, ნუ გამოიყენებთ ზედმეტ ცხიმსა და მარილს; 3.მიიირთვით ანტი ოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები; 4.დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი; 5.გაისეირნეთ ფეხით 30 წუთის განმავლობაში კვირაში 4-5ჯერ. ნახევარი საათი ფეხით სიარული დაგეხმარებათ ჯანსაღი გულისა და თირკმელების შენარჩუნებაში. მცენარეული ნაყენი: სიმინდის ულვაში- შეიცავს C, K ვიტამინებს, საპონინებსა და ცხიმს. იგი გამოიყენება როგორც შარდმდენი, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. ნაყენის მოსამზადებლად ნედლეულის 3 ს/კ დაასხით 0, 5 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ 2 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 100-100 გრ 3ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.მინდვრის შვიტა- მისი ნაყენი გამოიყენება ცისტიტისა და პროსტატიტის დროს, როგორც შარდმდენი საშუალება. მას იყენებენ შარდის ბუშტისა და თირკმელების დაავდების დროს. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ნედლეულს დაასხით 2ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთი. მიიღეთ 100-100 გრ 3ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. შარდკენჭოვანი დაავადებების დროს თვითნებურად მკურნალობა არ შეიძლება, რადგან კენჭი შესაძლოა დიდი ზომის იყოს და სადინარში გაიჭედოს. ასეთ შემთხევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაბამისი გამოკვლევების საშუალებით დადგინდება არის თუ არა, უოპერაციოდ, კენჭის დაშლის შესაძლებლობა. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ კენჭის დაშლასა და მის უმტკივნეულოდ გამოყოფას. ექიმი თავად შეგირჩევთ მკურნალობის ხერხს. თირკმელებში მცირე რაოდენობით ქვიშისა და კრისტალების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოთ აღნიშნული მცენარეული ნაყენები გამოიყენოთ. ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანმრთელ თირკმელებს. იხილეთ აგრეთვე: როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა! რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას? მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს! 25234 7-ს მოსწონს 1-ს არა
|