სიახლეები ტანის ღრუბელი სახიფათოა! რა წესები უნდა დავიცვათ მისი გამოყენების შემთხვევაში?! 2017, 23 თებერვალი, 9:28 ტანის დაბანა პირადი ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია, რომლის შედეგადაც ორგანიზმიდან დაგრვილ ჭუჭყს, ოფლსა და მკვდარ კანს ვიშორებთ, რითაც თავს ვიზღვევთა არაერთი დაავადებისგან. ადამიანის უმრავლესობა შხაპს დღეში ერთჯერ, უმეტესად საღამოს იღებს. დღეს სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში სხეულის მოვლის პროდუქტებისა და აქსესუარების საკმაოდ დიდი არჩევანია, მათ შორისაა ტანის ღრუბლიც. მხოლოდ ხელით დაბანა ბევრ ჩვენგანს უშედეგო ჰგონია, ამიტომ უპირატესობას ტანის ღრუბელს ანიჭებს. სამწუხაროდ ტანის აქსესუარებს ხშირად მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ვიდრე სარგებლის. რა საფრთხეს შეიცავს ტანის ღრუბელი? სააბაზანო ოთახი არის საკმაოდ ნესტიანი ადგილი, რაც ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოებისათვის გამრავლების კარგი საშუალებაა. ტანის ღრუბელს აქტიურად ეკვრის კანის მკვდარი უჯრედები, რის შედეგადაც ბაქტერიებს მთელ სხეულზე ვავრცელებთ. თუ თქვენ ტანის ღრუბელს რეგულარულად არ ცვლით, მაშინ შესაძლოა ბევრი პრობლემა შეგექმნათ: აკნე, სოკო, გამონაყარი, კანის აქერცვლა ან სიწითლე. სამწუხაროდ არცერთი სახეობის ტანის ღრუბელი არ არის დაცული ბაქტერიებისაგან, ასე რომ სინთეთიკური მასალისაგან დამზადეპულ პროდუქტზე არჩევანის შეჩერებას არ აქვს აზრი, რადგან მასშიც არის ადგილი ბაქტერიებისათვის. ადამიანების უმრავლესობა ტანის ღრუბელს სააბაზანო კედელზე კიდებს, რის გამოც ის უფრო ნელა შრება, უმეტესწილად კი სულ ნესტიანია, ეს კი ბაქტერიებს კიდევ მეტად ამრავლებს და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ტანის ღრუბელი რომ უსაფრთხო იყოს უნდა დავიცვათ შემდეგი წესები: გარეცხეთ ტანის ღეუბელი დაბანამდე და გამოყენების შემდეგაც. გაითვალისწინეთ, რომ ის აბაზანაში არ დატოვოთ გასაშრობათ და ბოლოს საგულდაგულოდ გარეცხეთ ყოველ 10 დღეში. ამ ინსტრუქციების დაუცველობის შემთხვევაში კი იცოდეთ, რომ ტანის ღრუბელზე მეტი ბაქტერია გროვდება ვიდრე უნიტაზზე. 311 5-ს მოსწონს
|