სიახლეები რა სარგებლობა მოაქვს სუნიან წინდებს? 2015, 5 ივნისი, 21:05 ზოგადად ფეხზე სუნი სხვადასვა მიზეზების გამო ჩნდება. მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხო ფეხსაცმელი, სოკოვანი დაავადება, ჭარბოფლიანობა ან ჰიგიენასთან მწყრალად ყოფნა. ბევი ადამიანი ცილობს მოიშოროს ფეხზე უსიამოვნო სუნი. აღმოჩნდა, რომ სუნიანი წინდები სასარგებლო ყოფილა, მათი გამოყენება კოღოებისაგან თავის დასაღწევად შეიძლება. თუ ფეხზე საშინელი სუნი გიდით თქვენ კოღოებს უფრო მიიზიდავთ. მაშინ რაშია სუნიანი წინდების საიდუმლო?ტანზანიელმა ექიმმა, დოქტორ ფრედოსა ოკუმუსმა ინფექციის გამავრცელებელ მოსკიტებთან ბრძოლის ერთობ უჩვეულო იარაღი გამოიგონა. ექიმის თქმით, მან შექმნა სპეციალური ხაფანგი, რომელშიც ბინძური, სუნიანი წინდები დევს .ექიმის მტკიცებით, სუნიანი ნასკების არომატი ოთხჯერ მეტად იზიდავს კოღოებს, ვიდრე ჩვეულებრივი სუნი, რომელიც ადამიანს ასდის. დოქტორის თქმით, აღნიშნული ხაფანგი სახლის გარეთ უნდა დაიდოს, რათა კოღოები იქამდე დაიჭიროს, ვიდრე ისინი სახლში შემოფრინდებიან. იმისთვის, რომ ექიმმა ოკუმუმ საკუთარი გამოგონება კიდევ უფრო გააუმჯობესოს, 700 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ მეთოდის დახმარებით ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს საწყის ეტაპზე მალარიის შესუსტებას, შემდგომში კი განადგურებას. უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ მალარიით დაავადებული ადამიანების უმრავლესობას ფეხზე აქვს ნაბენი, რადგან მწერებს სუნიანი წინდები იზიდავს. მეცნიერები სპეციალური ხელსაწყოების შექმნას გეგმავენ, რომელიც "სუნიანი წინდების" მეთოდით შეძლებს მალარიის დამარცხებას. ხაფანგებს დააყენებენ სოფლებისაგან მოშორებით, რითაც მოსახლეობა დაცული იქნება მწერებისაგან. ფეხის სუნის არომატის პარფიუმების შეძენა ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი... ასე რომ, სუნიან წინდებს თავის პლიუსიც ჰქონია. სანამ ფეხის ოფლიანობასთან ბრძოლად დაიწყებთ, დაფიქრდით რა გირჩევნიათ განიკურნოთ მისგან, თუ ებრძოლოთ კოღოებს. პირადად მე პირველს ვამჯობინებდი. გისურვებთ წარმატებებს... 1683 7-ს მოსწონს
|