x
image
K.P.
ფრთხილად კონდიციონერი! (როგორ მოვიხმაროთ ის უსაფრთხოდ და სწორად?)

image

ხშირად ზაფხულის ცხელ დღეებს კონდიციონერის წინ ვატარებთ, გაგრილება კი ზოგჯერ გაცივების ფასადაც გვიჯდება. კონდიციონერი ყველგანაა: ბინაში, ოფისში, მაღაზიაში, ტრანსპორტში... მას ვერსად გავექცევით... ჩვენს გაცივებაში დამნაშავე აგრეგატი კი არ გახლავთ, არამედ ჩვენ, რადგან უმეტესწილად მას არასწორად ვრთავთ. როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი სწორად და უსაფრთხოდ?

სპეციალისტები გვირჩევენ:
1. კონდიციონერიდან წამოსული ცივი ჰაერი ჭერისკენ უნდა მიდიოდეს და არა თქვენსკენ.

2. არ არის აუცილებელი კონდიციონერთან ახლოს იჯდეთ. სწორად შერჩეული მოწყობილობა ისეთ სიგრილეს უნდა აყენებდეს, რომ თავი ისეც კომფორტულად იგრძნოთ.

3. ოთახი, სადაც კონდიციონერია ჩართული, ხშირად უნდა გაანიავოთ.

ის ერთი და იმავე ჰაერს ატრიალებს, რაც ვირუსების გავცელების წყაროდ შეიძლება იქცეს.

4. ოთახსა და ქუჩის ტემპერატურას შორის განსხვავება 4-7 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

5. არ დაიძინოთ კონდიციონერიდან გამონადენი ცივი ჰაერის ქვეშ, მაშინაც კი, თუ კონდიციონერი მინიმალურ ტემპერატურაზეა.

ალბათ არ იცოდით, რომ სიტყვა კონდიციონერი პირველად 1815 წელს ფრანსუა ჟან შაბანსმა წარმოთქვა. თავდაპირველად ის შეეცადა სისტემა თეორიულდ შეესწავლა. სამწუხაროდ მან ჩანაფიქრის განხორცილება ვერ შეძლო. 1924 წელს კი "პირველი კონდიციონერი" უნივერმაღში დადგეს, სადაც ადამიანები სიცხისაგან თავის დასაღწევად შედიოდნენ...

თქვენთვის საინტერესო:

5 შეცდომა, რის გამოც წამალი არ მოქმედებს!

ამ პროდუქტების ერთად მოხმარება სახიფათოა! საკვების კომბინაციები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ და გვნებს

გემრიელი მჭადის საიდუმლო

image














ოქროს წესი: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და საღი საზამთრო (+საზამთროს დიეტა)

როგორ ვებრძოლოთ ოფლდენას! რომელი საშუალების გამოყენება ჯობია? ეს ყველამ უნდა იცოდეს

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0