x
image
t.x.
ეს ზღაპარი არაა, პირველ მფრინავ ავტომობილს მომხმარებელი 2018 წელს მიიღებს(+ ფოტოგალერეა)
image
50 წლის წინ წინასწარმეტყველებდნენ, რომ ოჯახს შეეძლებოდა ეფრინა თავისი ავტომობილით. ექსპერტები ამბობენ, რომ ოცნება ახლოსაა რეალობასთან. PAL-V ორადგილიანი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელმაც უკვე მოიპოვა აღიარება. ეს ნამდვილი რეალობაა და მწარმოებელი ფირმა უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს.

"რამდენიმე წლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ ტექნიკური პრობლემები გამოვრიცხეთ და ჩვენმა გუნდმა შეძლო შეექმნა ინოვაციური მფრინავი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების სათანადო ნორმებით" - აცხადებს PAL–V-ს გენერალური დირექტორი რობერტ დინგემანსი. 2009 და 2012 წლების სატრანსპორტო საშუალებების გამოცდის საფუძველზე დაიწყეს მანქანის კომერციულ პროდუქტად პროექტირება.

"სხვა მფრინავი ავტომობილების გამომგონებლები ელოდებოდნენ გარკვეული წესების შემოღებას ასეთი ტექნიკისთვის, ჩვენ კი დავიქირავეთ ინჟინრები და შევუდექით მუშაობას, რამაც საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა მისი გამოშვების თარიღი".

"2017 წელს შემდგომ დავიწყებთ PAL–V Liberty -ის, რომელსაც მოგვიანებით მიიღებს მომხმარებელი.


ამ სერტიფიცირებული მოდელის მიწოდება 2018 წელს იგეგმება. ის სამთვლიანი მოტოციკლიდან 10 წუთში გადაეწყობა მფრინავ ობიექტად. მას აქვს ოთხცილინდრიანი ძრავი და ანვითარებს 112 მილს საათში-ჰაერშიც და მიწაზეც. ( 1მილი დაახლოებით 1, 6 კმ-ია).

ფირმა ირწმუნება, რომ მისი კონსტრუქცია ისეთია, რომ იყოს მოსახერხებელი, წახვიდე როდესაც და სადაც გინდა, ადვილად გადალახოს ყველა წინააღმდეგობა. მისი საშუალებით შეგეძლებათ გვერდი აუაროთ ყოველგვარ საცობებს, გადაუფრინოთ ტბებს და მდინარეებს როგორც არწივმა.

ავტომობილის ღირებულება 400 000 $ შეადგენს.

imageimageimageimageimageimageimage










0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0