x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139061
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები
image

სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება
სისხლის
დაავადებისას, რომელსაც ერითროციტების დაშლა სდევს თან, ასევე რკინისა ან
ვიტამინი B12-ის უკმარისობისას. ორსულობის პერიოდში ჰემოგლობინის ინდექსი
ეცემა. ეს, პირველ რიგში, რკინის უკმარისობას უკავშირდება. როგორ უნდა
მივხდვდეთ, ჰემოგლობინი დაბალი გვაქვს თუ არა? ანემიის დროს ადამიანს
რამდენიმე სიმპტომი აქვს გამოხატული:


თავის ტკივილი, თაბრუს ხვევა;

ფერმკრთალი კანი;

ზოგადი სისუსტე;

მადის დაქვეითება;

ძილიანობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;

კუნთების ტკივილი;

ხშირი ვირუსული დაავადებები;

მუდმივად ცივი კიდურები.





თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, ერთი მაინც თუ გაწუხებთ ეს ნიშნავს
იმას, რომ აუცილებლად უნდა ჩააბაროთ სისხლის საერთო ანალიზი და დაადგინოთ
მასში ჰემოგლობინის ზუსტი დონე. ჰემოგლობინის დონე იცვლება სქესის,
ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადი ნორმები კი
ასეთია:

მამაკაცებისათვის 130-140;

ქალებისათვის 120-130;

მეძუძური დედებისა და ორსულებისათვის 120-140.image


გარდა მედიკამენტებისა სისხლში ჰემოგლობინის დონის გაზრდა სხვდასხვა
საკვები პროდუქტებითაც არის შესაძლებელი. თქვენი ყოველდღიური რაციონი,
გამდიდრებული უნდა იყოს რკინის შემცველი პროდუქტებით. რკინას ყველაზე დიდი
რაოდენობით შეიცავს საქონლის ხორცი. ჰემოგობინის გაზრდას ხელს უწყობს,
საქონლის მოხარშული ღვიძლი. ასევე საქონლს მოხარშული ენა, შეგიძლიათ
ყოველდღე 50გრ მიირთვათ. ანემიის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია
სუფთა ჰაერზე ყოფნა. რაციონში ჩართეთ ციტრუსები, სწორედ C ვიტამინი
ეხმარება ორგანიზმს, რკინის სწრაფად შეთვისებაში. ვიტამინ C-ს შეიცავენ
:ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ბროწეული, კივი, მარწყვი.imageმიირთვით ახალი გამოწურული წვენები. ბროწეულის, სტაფილოს, შტოშის ან
ჭარხლის წვენი. ხილისა და ბოსტნეულის გარეშე, ჩვენი ორგანიზმი მხოლოდ 5%
რკინას ითვისებს. ანემიის დროს სასარგებლოა კენკრა: მარწყვი, მოცვი, ჟოლო,
შავი მოცხარი. მიირთვით ბოსტნეულის სალათები, დაუმატეთ მეტი კამა და
ოხრახუში. წიწიბურა დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. ანემიის დროს ყავისა
და ძლიერი ჩაის დალევა, არ არის რეკომენდირებული. ჰემოგლობინის სწრაფად
გაზრდა შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, არ არსებობს ჯანმრთელობის
სერიოზული პრობლემები. ანემიის დროს, კარგი იქნება თუ დროულად მიმართავთ
ექიმს. მკურნალი თავად გირჩევთ, რომელი მედიკამენტი ან რომელი პროდუქტი
მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.








იხილეთ აგრეთვე:


როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები


რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?


მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა!


როგორ მოვუაროთ დახეთქილ ქუსლებს - მკურნალობა სახლის პირობებში

0
11972
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
11972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0