სასარგებლო პროდუქტები იცოდით, რომ ხახვს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს? - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2017, 21 თებერვალი, 22:32 ![]() ხახვის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ხშირად იმ, იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განიკურნებაში დაეხმარება, ხახვს ადამიანები ზედმეტი რაოდენობითაც კი მოიხმარენ. სამწუხაროდ, ამ დროს გვავიწყდება ან არ ვიცით, რომ ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან ძალიან ბევრი! უმი ხახვი ![]() ასე რომ, ხახვის შენახვა მხოლოდ გაუფცქვნელ მდგომარეობაში შეიძლება. მაგრამ სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი, არ ღირს ამ ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშრებით. ხახვი (მათ შორის მწვანე ხახვიც), ძლიერ ამაღლებს კუჭის მჟავიანობას და აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანს. ამიტომ, ჭარბი მოხმარება ადვილი შესაძლებელია მიზეზი გახდეს გასტრიტის, შემდეგ კი წყლულის. თუ აღნიშნული პრობლემები უკვე გაწუხებთ, უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ ხახვზე. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხახვის უარყოფითი გავლენებიდან ასევე აღსანიშნავია მეტეორიზმი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ![]() საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ხახვი უარყოფითად მოქმედებს ასევე გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზე. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო, მას ადვილად შეუძლია ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოვუსმინოთ: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს ძალად მიირთვათ იგი. ზიზღის გრძნობა არის ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალი იმაზე, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა. უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ თადაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადატანილი აქვთ ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ბოსტნეულის მოხმარება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ თავი უკეთ იგრძნონ. მოხარშული და შემწვარი ხახვი ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 29331 6-ს მოსწონს 1-ს არა
|