"ММА"–ს მებრძოლმა "რინგის გოგონაზე" სექსუალური ზეწოლაში დადანაშაულების მერე "ჭკუა ისწავლა" და ახლა რინგზე გოგონებს გაურბის
2017, 21 თებერვალი, 15:04
სამხრეთ კორეელი მებრძოლი პარკ ტე სუნგი ""ММА"–ს ვერსიაში, დაადანაშაულეს რინგზე "რინგის გოგონაზე" სექსუალურ ზეწოლაში და ძლივს გადაურჩა დაკავებას. რეალურად კი არანაირ სექსუალური სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მებრძოლმა გამარჯვების მერე სურათების გადაღებისას "რინგის გოგონას" წელზე მოხვია ხელი. თუმცა გარკვეულმა უწყებებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალური სახის ზეწოლას. პარკ ტე სუნგმა და მისმა ადვოკატებმა შესძლეს დაემტკიცებინათ, რომ სექსუალურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და რომ მომხდარი იყო გამარჯვების სიხარულით გამოწვეული ემოციური რეაქცია. მწარე გამოცდილებამ სამხრეთ კორეელ მებრძოლს "ჭკუა ასწავლა", რაც მის მიერ ბოლო ბრძოლაში გამარჯვების მერე გამოჩნდა–"რინგის გოგონა" ცდილობდა გვერდით დაეყენებინა სუნგი, რომელიც გოგონას ამ მცდელობას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით–გაურბოდა. მებრძოლის სექსუალურ ზეწოლაში დადანაშაულება მოხდა"Road FC Young Guns 31" ტურნირის ბოლოს, როცა ტურნირის გამარჯვებულის გამოცხადება მოხდა, გამარჯვებულმა პარკმა სურათის გადაღების პროცესში "რინგის გოგონას" წელზე და თეძოზე მოხვია ხელი, მებრძოლის ოპონენტებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო უხეში სექსუალური სახის ზეწოლა რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, დაინიშნა სასამართლო, სადაც მებრძოლის უდანაშაულობა დამტკიცდა.