x
image
K.P.
ჩაყვინთეთ მინერალურ წყალში-მეთოდი, რომელიც საოცრებას ახდენს
image
თუ თქვენ ბუნებრივ და ხელსაყრელ საშუალებას ეძებთ, რათა თქვენი კანი ლამაზად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

მინერალური (გაზიანი) წყალი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი კანი შესამჩნევად გაუმჯობესდეს. ეს მეთოდი ძალიან პოპულრულია კორეელ და იაპონელ ქალებში და სწორედ ამიტომაცაა, რომ ისინი ახალგაზრდობას საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ. მინერალურ წყალს აქვს საკმაოდ კარგი თვისებები. ის წმენდს, ამკვრივებს და ამარაგებს სახეს ჟანგბადით. ეს მეთოდი ასევე მოქმედებს, როგორც ერთგვარი პილინგი და სახიდან მკვდარ კანსაც გვაშორებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იხსნება ფორები და მცირდება ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება. მინერალური წყალი შეიცავს მინარევებს, რომლებიც სახის კანის ფერს უკეთესობისკენ ცვლის და შეშუპებას ამცირებს.

როგორ გამოვიყენოთ გაზიანი წყალი სახის დასაბანად?!

მინერალური წყლის გამოყენება განსაკუთრებით მისთვისაა სასარგებლო ვისაც გამონაყარი და ცხიმიანი კანი ტანჯავს. გახსოვეთ, რომ ეს მეთოდი არ გამოიყენოთ ძალიან ხშირად, რადგან თუმგრძნობირე კანი გაქვთ შესაძლოა ის გაგიღიზიანდეთ. კვირაში ორჯერ ამ პროცედურის ჩატარება ნამდვილად საკმარისია.


თანაბარი რაოდენობის ონკანისა და მინერალური წყალი ჩაასხით პატარა თასში, აურიეთ და ჩაყვინთეთ. 30 წამის მანძილზე არ ამოწიოთ სახე თასიდან, შემდეგ კი შეიმშრალეთ. თუ პირსახოცის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ ბამბის ხელსახოცი (მაკიაჟის მოსაშორებელი ბამბა) გამოიყენოთ.

თუ მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებთ რამდენიმე პროცედურის შემდგომ ცვლილებას აუცილებლად იგრძნობთ.

image

როგორ ვებრძოლოთ ოფლდენას! რომელი საშუალების გამოყენება ჯობია? ეს ყველამ უნდა იცოდეს

რა სარგებლობა მოაქვს სუნიან წინდებს?

ამერიკელი მამაკაცი პარტნიორ გოგონასთან ერთად დაფეხმძიმდა


0
2258
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0