ქალები გაანსაკუთრებით ემზადებიან იმ დღისთვის, როდესაც საყვარელ მამაკაცს ფეხმძიმობას ამცნობენ. ყველა მამაკაცი ამ ფაქტს ინდივიდუალურად იღებს, თურმე ზოგი ამ ახალი ამბის გამო ფეხმძიმდება კიდეც. ამერიკელი მამაკაცი მაიკლ დოუდელითავის პარტნიორ გოგონასთან ერთად დაფეხმძიმდა. „ფანტომური ფეხმძიმობა“ - მოჩვენებითი ორსულობა, მაიკლმა იმდენად ემოციურად მიიღო საკუთარი პარტნიორის მიერ მისთვის ნათქვამი ახალი ამბავი, რომ აღნიშნული „სენი“ შეეყარა.
ამანდას თავიდან ეგონა, რომ მეგობარი ეხუმრებოდა და ამ ფაქტს ყურადრებას არ აქცევდა. მოგვიანებით წამოზრდილმა მუცელმა ქალს ეჭვები გაუჩინა და სამედიცინო პირებს მიმართეს პროფესიონალებმა კი მაიკლს "ფანტომური ფეხმძიმობის" დიაგნოზი დაუსვეს. "ფანტომური ფეხმძიმობის" ნიშნები ნამდვილი ორსულობის ანალოგიურია.
გაღიზიანება, ღებინება, გულის აჩქარება, არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში და გარკვეულ შემთხვევაში პანიკაც. ეს ყველაფერი შეიძლება ქალბატონსაც და მამაკაცსაც დაემართოს. მამაკაცს იმ შემთხვევაში, თუ შვილთან დაკავშირებით ახალი ამბის გამო ძლიერ ემოიურ ფონს გადაიტანს და ქალბატონს იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ ძალისხმევას დახარჯავს იმის წარმოდგენაში, როგორი იქნება იგი ორსულობის დროს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ "ფანტომური ფეხმძიმობა" უფრო ხშირად გავრცელებულია ქალებში. მსოფლიოში "ფანტომური ფეხმძიმობის" ძალიან ბევრი შემთხვვა არსებობს.