საბუნებისმეტყველო 10 ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც მითი აღმოჩნდა 2017, 24 თებერვალი, 15:33 არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრები, რომლებიც ყველამ იცის და ისე არის მიღებული საზოგადოებაში, როგორც აქსიომა მათემატიკაში. თუმცა, ასეთი ფაქტების მიღმა, ხშირად მითებია, რომლებიც უკვე კარგა ხანია, უარყოფილი არის სერიოზული მეცნიერების მიერ. მათ შორის არის ისეთებიც, ჩვენს ორგანიზმს რომ ეხება: მითი № 1. ვიტამინები ჯანმრთელობის საწინდარიავიტამინი — აბი არის, რომელიც გამოგვაჯანმრთელებს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ვიტამინები მხოლოდ პროცესებს არეგულირებენ ორგანიზმში და მათი მიღებისას, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ვიტამინების ჭარბ რაოდენობას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ვიტამინების ნაკლებობას. მითი № 2. ჟანგბადის გარეშე სისხლი ცისფერი ფერის არის სისხლი ჟანგბადის გარეშე, რომელიც ვენებში მიედინება, ცისფერი არ არის. ის მუქი წითელია. სკოლის სახელმძღვანელოებში მას ლურჯი ფერი, მხოლოდ კონტრასტისთვის აქვს. ხოლო ვენენები კანის ქვეშ, ცისფერი გვეჩვენება, რადგან მაზხე დაცემული სინათლიდან, ცისფერი ფერის არეკლა ხდება. მითი № 3. ყავისფერი შაქარი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი სინამდვილეში თეთრი და ყავისფერი შაქარი — ერთი და იგივე არის. საქმე მხოლოდ ერთ კომპონენტშია, რომელსაც ყავისფერი შაქრის შემადგენლობაში ამატებენ. ეს არის ჭენჭო (ინგ. molasses), – სწორედ ის იწვევს პროდუქტის მუქ ფერს.
მითი № 4. ალკოჰოლი ტვინის უჯრედებს კლავს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე. მათ შორის ჟანგბადის დეფიციტზე, რაც აზიანებს კავშირებს ტვინის უჯრედებს შორის, მაგრამ თავად უჯრედებს არ ეხება. მითი № 5. დიდი რაოდენობით შაქარი ბავშვს ჰიპერაქტიურს ხდის ტკბილეული არ ხდის ბავშვს ჰიპერაქტიურს. შაქარი — კალორიები არის, ხოლო კალორიები — ენერგიაა. ამიტომ, როდესაც ბავშვები დიდი რაოდენობით ტკბილეულს ჭამენ, ენერგია მათგან პირდაპირ მოედინება. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ არ დავივიწყოთ — დიდი რაოდენობით შაქარი კბილებისთვის საზიანოა. მითი № 6. ნერვული უჯრედების აღდგენა არა ხდება ფართოდ გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ ნერვული უჯრედების აღდგენა არ ხდება, — ტყუილია. სინამდვილეში, ნერვული უჯრედების ჩანაცვლება — ბუნებრივი და მუდმივი პროცესია. უჯრედების განახლება თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ხდება. სტრესის დროს, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედები კი არა, ის ნივთიერებები «იხარჯება», რომლებიც უჯრედებს შორის კავშირს უზრუნველყოფენ. მითი № 7. მარცხენა ნახევარსფერო — კრეატიულობის არის, ხოლო მარჯვენა — ლოგიკის მართალია, რომ გარკვეულ ფუნქციებზე პასუხისმგებელი მარცხენა ნახევარსფერო არის, ხოლო სხვებზე — მარჯვენა. მაგრამ, მეცნიერებმა ვერ იპოვეს ადამიანი, რომელსაც ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარსფერო აქვს განვითარებული. საქმე იმაშია, რომ კრეატიულობაზე პასუხისმგებელი ტვინის რამდენიმე უბანი არის, რომლებიც როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნახევარსფეროში არის განთავსებული. მითი № 8. დღე-ღამეში 8 საათი ძილი არის საჭირო ყველამ იცის ნორმა: ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილის ხანგრძლივობა 8 საათი არის. თუმცა, სხვადასხვა ადამიანს, განსხვავებული ხანგრძლივობის ძილი ესაჭიროება, და მისი უკმარისობა, ჯანმრთელობისთვის ისევე საზიანოა, როგორც სიჭარბე. მაგალითად, ზოგისთვის – 6 საათი არის საჭირო, რომ თავი შესანიშნავად იგრძნოს, ხოლო სხვები — 9 საათშიც ვერ ახერხებენ გამოძინებას. მითი № 9. ანტიბიოტიკი ვირუსებს ანადგურებს ანტიბიოტიკები ბაქტერიებს კლავენ და არა ვირუსებს. ხოლო გრიპს ვირუსები იწვევენ, რომლებიც ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებენ. ეს იგივეა, რომ თავის ტკივილის დროს, ხელი შეიხვიოთ. მითი № 10. შაქარი შეჩვევას იწვევს 2009 წელს ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროს, ლაბორატორიაში თაგვებს დიდი რაოდენობით შაქარს აჭმევდნენ, რამდენიმე დღის მანძილზე. ასეთი დიეტის შემდეგ, მათ უკვე აღარ შეეძლოთ არსებობა შაქრის გარეშე. თუმცა, იგივე ექსპერიმენტის ადამიანებზე გამეორების შემდეგ, მსგავსი ეფექტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არავინ დაიწყებს შაქრის ჭამას, სხვა საკვების მიღების გარეშე. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * 25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ * 25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ * 20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ * Top -10 ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ * უჩვეულო და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ * საინტერესო ფაქტები ქალის მკერდის შესახებ
457 8-ს მოსწონს
|