კინო 5 ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი 2017, 20 თებერვალი, 11:08 საქართველოს ტელესივრცეში პირველი სერიალი 1994 წელს გამოჩნდა, როდესაც ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაიღო მისტიკური ფილმი „სახლი ძველ უბანში“, მაშინ ტერმინი სერიალი არ იყო დამკვიდრებული ამიტომ ეს ჟანრი მრავალსერიალი მხატვრული ფილმის სახელით გადიოდა საზოგადოებრივ არხზე.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა მრავალი სერიალი, რომელიც არანაკლებ პოპულარული იყო (თუ უფრო მეტი არა)ვიდრე საზღვარგარეთული ანალოგები:"წვრილვარსკვლავთა ღამე“(1999), დეტექტური სერიალები-"ცხელი ძაღლი"(2003), "თენდება გვიან"(2003)"ყავა და ლუდი"(2006)(ფილმი ორჯერ იყიდა ტელეარხმა ОРТ-მ) და სხვა.მთლიანად ქართულ ტელესივრცეში 40-ზე მეტი ჟანრობრივად მრავალფეროვანი ქართული სერიალი იქნა ნაჩვენები(ფანტასტიკა, დეტექტურ -კრიმინალური, დრამატული, კომედიური, ისტორიულ-დოკუმენტური) წარმოგიდგენთ ბოლო დროის 5 ყველაზე რეიტინგულ სერიალს, რომელიც ქართულ ტელესივრცეში გადიოდა ან გადის. 1) ჩემი ცოლის დაქალები-„ჩემი ცოლის დაქალები“ — ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. სერიალი 2011 წლიდან გადის „რუსთავი 2-ის“ ეთერში. სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდათ ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს. 2)ხელოვნური სუნთქვა(გადის 2016 წლიდან) — „ფორმულა კრეატივის“მიერ შემუშავებული ახალი ქართული დრამა, რომლის სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა ექიმი შოთიკო. შოთიკო მარტოხელა მამაა, რომელიც 11 წლის გოგონასთან, ერთად მელანოსთან ცხოვრობს. მამა-შვილის ურთიერთობა იდეალურია, თუმცა მათ ბედნიერებას შავ ლაქად აწევს ახალგაზრდა დედის სიკვდილი. მათ ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოდის — ახალგაზრდა თამუნა. თამუნა ჟურნალისტია, მწერლობაზე მეოცნებე ქალი, რომელიც შოთიკოსა და მელანოს იდილიას თავდაყირა დააყენებს. სერიალი გვიყვება გმირების დრამატიზმით სავსე ისტორიას, რომელშიც არარსებობს კითხვაზე პასუხი — რამდენის დათმობა შეუძლია ადამიანს ბედნიერებისათვის. 3)ტიფლისი — ქართული მრავალეპიზოდიანი სატელევიზიო დრამა. სერიალის მოქმედება XIX საუკუნის საქართველოში ხდება. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ თავადები გავლენების სფეროებს ინაწილებენ – ვაჭრობენ ადამიანებით, აკონტროლებენ სავაჭრო გზას და ატერორებენ ხალხს. მათ წინააღმდეგ ტყეში გავარდნილი ყაჩაღები მოქმედებენ. ეს დაპირისპირება ტფილისში ინაცვლებს – ქალაქში, სადაც ირევიან მოგზაურები, ვაჭრები, აშუღები, ყარაჩოღელები, კინტოები და სხვადასხვა ჯურის ავაზაკები. სერიალი "ჯიდიესის" ეთერში პირველად 2014 წლის შემოდგომაზე გავიდა და დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. თითოეულ სერიას საშუალოდ 500000 ნახვა ჰქონდა. IMDB.COM-მა დაახლოებით 800 შეფასებიდან 9, 1 ქულა დაუწერა. 2015 წელს გამოვიდა სერიალის მეორე სეზონი. ორივე სეზონის სერიების რაოდენობა 17–ს(7+10) შეადგენს. სერიალი ყურებადი იყო არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ემიგრანტების დიდი მოთხოვნა იყო, რომ სერიები განთავსებულიყო ინტერნეტსივრცეშიც, რათა მათთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. 4)ქერჩი- დაკარგული გმირები-მრავალსერიანი სამხედრო დრამა, რომელიც რეალურ ისტორიებზეა აგებული, ლევან დაბრუნდაშვილის კონოსაგა ეძღვნება ქერჩის ფრონტზე დაღუპულ ქართველ მეომრებს.მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ქართველი იბრძოდა, აქედან თითქმის ნახევარი 300 000 უკან ვერ დაბრუნდა, ყოველი მესამე ქართველი სწორედ ქერჩის დაცვის დროს დაიღუპა. 5) შუა ქალაქში — ქართული ტელესერიალი/სიტუაციური კომედია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია "ღამის შოუს" მიერ. სერიალი 6 წლის განმავლობაში გადიოდა იმედის ეთერში 2007 წლიდან. სერიალის ჩვენება განახლდა 2014 წლის 13 ოქტომბერიდან სახელწოდებით "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ.სერიალის წარმატების საიდუმლო მარტივია.ყოველ პერსონაჟში ამოიცნობთ საკუთარ თავს, მეზობელს, მეგობარს, თანამშრომელს თუ ნათესავს. სტატიები მსგავს თემებზე იხილეთ აქ 2538 7-ს მოსწონს 1-ს არა
|