სხვა ტოკიოს მოსახლეობამ დაკარგული 32,5 მილიონი დოლარი პოლიციას ჩააბარა 2017, 18 თებერვალი, 20:13 2016 წელს ტოკიოს მოსახლეობამ მთლიანად ქუჩაში იპოვა და პოლიციას ჩააბარა 3, 67 მილიარდი იენი(32, 5 მლნ.$).ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს.
პატიოსნების და გულუხვობის ნამდვილ ატრაქციონს ტოკიოს მაცხოვრებლები მუდმივად ავლენენ, როდესაც ყოველდღიურად საშუალოდ 10 მილიონ დაკარგულ იენს აბარებენ პოლიციას.ამის შესახებ სააგენტო კიოდო ცუსიმი( 共同通信社) იუწყება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის მხრივ ნაპოვნი ფულის ჩაბარება.2016 წელს დამყარდა ამ მხრივ ახალი რეკორდი, რომელიც 1990 წლიდან იყო შენარჩუნებული.იმ წელს მოსახლეობამ 3, 5 მილიარდი იენი ჩააბარა. აქედან 2, 7 მილიარდი იენი პატრონებს დაუბრუნდათ, დანარჩენის მფლობელების პოვნა ვერ მოხერხდა, ესეც ახალი რეკორდია 1999 წლის შემდეგ.კანონის მიხედვით სამ თვეში თუ ვერ იპოვეს ფულის ან დაკარგული ნივთის პატრონი, ამის შემდეგ იგი მპოვნელს უბრუნდება. ფულის გარდა შარშან ტოკიოელებმა დააბრუნეს 3, 8 მილიონი ნაპოვნი ნივთი.ყველაზე ხშირად იაპონელები პოულობენ საკრედიტო ბარათებს, პირადობის და მართვის მოწმობას.ტანსაცმლიდან ხელთათმანებს და შარფს, აგრეთვე ელექტრონულ მოწყობილობებს.შინაურ ცხოველს და ფრინველსაც ხშირად კარგავენ ტოკიოს მაცხოვრებლები.შარშან 1000 შინაური ცხოველი იქნა ჩაბარებული, ამათგან უმეტესობა კატები და ფრინველებია. სტატიები მსგავს თემებზე იხილეთ აქ 80 6-ს მოსწონს 1-ს არა
|