სხვა 3 მტკიცებულება, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა მართლაც ჰქონდა 21 ივნისი, 8:40 შესაძლებელია, თუ არა, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა ჰქონოდა? ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ჰქონდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლებოდა მას სცოდნოდა, მოვლენის შესახებ, რომელიც 10, 50, ან 100 წლის შემდეგ მოხდებოდა? აქ ვისაუბრებთ მის ნაწარმოებებზე, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე მწერლის ფანტაზიის ნაყოფი და მის დროში შესაძლო მოგზაურობის, 3 მტკიცებულებას წარმოგიდგენთ: მტკიცებულება №1: «ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი» («The Narrative of Arthur Gordon Pym of Nantucket») ეს ედგარ პოს, 1837 წ. დაწერილი, ერთადერთი დასრულებული რომანია, რომელიც ზღვაში დაკარგულ, ვეშაპების საჭერ გემზე, აჯანყების შესახებ მოგვითხრობს. მთელი მარაგის ამოწურვის შემდეგ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი მეზღვაურები, კანიბალიზმს მიმართავენ და მსხვერპლის ასარჩევად, წილს ყრიან. ახალგაზრდა მეზღვაური რიჩარდ პარკერი ყველაზე მოკლე ჩხირს ამოიღებს, რის შემდეგაც მას შეჭამენ... პოს მტკიცებით, ეს ისტორია რეალურ ფაქტებს ეფუძნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში, მსგავსი არაფერი მომხდარა... ეს გასაოცარი პარალელი, თითქმის საუკუნის მანძილზე, შეუმჩნეველი იყო, ვიდრე ჟურნალში — The Sunday Time, რეალური პარკერის ოჯახის, ერთ–ერთი მემკვიდრის წერილი არ გამოქვეყნდა, რომელშიც ყურადღება სწორედ ამ წარმოუდგენელ დამთხვევაზე იყო გამახვილებული. მტკიცებულება №2: «საქმოსანი» («The Business Man») 1848 წ. რკინიგზის მუშამ ფინეს გეიჯმა, თავში ლითონის ღეროს გავლის შედეგად, ქალა–ტვინის დაზიანება მიიღო. ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ პიროვნულად, ძალიან შეიცვალა. ცვლილებები მის ქცევაში, საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი, რამაც სამედიცინო საზოგადოებას საშუალება მისცა გაეგო, თუ რა როლი ეკისრებოდა სოციალურ შემეცნებაში შუბლის წილს. 1840 წ. მან ჟურნალში მოთხრობა გამოაქვეყნა, სახელწოდებით — «საქმოსანი». მასში მოყოლილი იყო ამბავი, უსახელო ავტორისგან, რომელმაც ბავშვობაში თავის ტრავმა გადაიტანა, რამაც ის, რეგულარულ და აკვიატებულ, ძალადობრივ გამოხდომებამდე მიიყვანა. მტკიცებულება №3: «ევრიკა» («Eureka») ჯერ კიდევ არ გჯერათ, რომ პოს მართლაც დროის მანქანა ჰქონდა? და დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ მან სამყაროს წარმოშობა 80 წლით ადრე აღწერა, ვიდრე თანამედროვე მეცნიერება «დიდი აფეთქების» შესახებ ალაპარაკდებოდა? რა თქმა უნდა, მოყვარული ასტრონომი, ასტრონომიული განათლების გარეშე, ვერ აღწერს სამყაროს არსებობის პრინციპებს. მაგრამ, სწორედ ეს მოხდა... წინასწარმეტყველური ხილვა საზოგადოებასთან, პოს ნაწარმოების — «ევრიკას» სახით მოვიდა. ეს არის პოემა, პროზის სახით, რომლის შესახებ, თავის დროზე, კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს მხოლოდ, ავადმყოფური ფანტაზიის პროდუქტი იყო... მწერალმა «ევრიკა» სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა და მასში საუბარი სამყაროს გაფართოებაზეა, რომელიც «საწყისი ნაწილაკის», «წამიერი აფეთქების» შედეგად ჩაისახა. არხის სხვა სიახლეები:* მექსიკაში აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ინდიელების უცხოპლანეტელებთან კონტაქტების ფაქტს ამტკიცებს* 5 ისტორიული მითი, რომლისაც არ უნდა გვჯეროდეს* უცხოპლანეტელებმა ადამიანები მესამე ცდაზე შექმნეს...* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?569 2-ს მოსწონს
|