სხვა "ივანიშვილმა "ციანიდის ოპერაციით" ეკლესიაში არსებული დაპირისპირება ზედაპირზე გამოიტანა და პრემიერი და მინისტრები სრულ ბრიყვებად გამოაჩინა" 2017, 17 თებერვალი, 18:45 ყოფილი დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე და "ივერია-ბიზის“ დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე "ციანიდის ოპერაციას" სოციალური ქსელით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მინიმუმ ერთ მიზანს მიაღწია. "ივანიშვილმა "ციანიდის ოპერაციით", როგორც მინიმუმ ერთ მიზანს მიაღწია. ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირება ზედაპირზე გამოიტანა და უმართავი პროცესი ჩართო. პეტრე ლანძღავს საერო პირ შორენას, იაკობი დემეტრეს, ვიღაც მამა ლევანი ნაძირალას უწოდებს იერარქიით მასზე მაღლა მდგომ პეტრეს და ა.შ და ა.შ. ეს ვაკხანალია ცხადია დაასუსტებს ეკლესიას და შეამცირებს მის გავლენას მრევლზე (ელექტორატზე). იქვე საზოგადოების რეაქციაც დატესტა. პარალელურად, როგორც ყოველთვის, სრულ ბრიყვებად გამოაჩინა პრემიერი და მინისტრები. მუშაობს კაცი. არც პოლიტიკურ, არც საეკლესიო და არც საზოგადოებრივ ველზე არ უნდა დატოვოს ასე თუ ისე ძლიერი კონკურენტი. მონომახობა მოინდომა ბორისმა !" იქვე გამყრელიძე კათალიკოს პატრიარქზე წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას ეხმაურება და აღნიშნავს:"გამოცდილების, გამჭრიახი გონების, ინტრიგების ისტორიის ბრწყინვალე ცოდნის მასტერკლასი ! სულით და გულით ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ისე სჭირდება მისი უწმინდესობა საქართველოს." 325 6-ს მოსწონს 1-ს არა
|