სიახლეები 3 სერიოზული მიზეზი იმისა, რომ ძილის წინ სმარტფონის გამოყენება სახიფათოა! 2017, 18 თებერვალი, 10:41 თუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ძილის წინ სმარტფონს იყენებენ მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა განკუთვნილი და გთხოვთ ყურადღებით წაიკთხოთ! ნათელია, რომ სმარტფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნივთია და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მიზეზები იმისა, რომ მათ მიმართ აზრი შეგვეცვალოს და თითოეული მათგანის დასაბუთება ჩვენთვის ნამდვილად საჭიროა. სხვადასხვა კვლევების თანახმად დადგინდა, რომ სმარტფონისგან გამოსხივებული ულტრაიისფერი სინათლე იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებს, კერძოდ ეს დარღვევები დაკავშირებულია მხედველობასთან.
ულტრაიისფერი გამოსხივება - ჩვეულებრივი ნაწილია სინათლის სპექტრისა და მზისგან ჩვენ მას ყოველთვის ვღებულობთ. თუმცა, ამ გამოსხივებამ თავი იჩინა ღამეც და სწორედ ამ სინათლეს ასხივებს ჩვენი სმარტფონების ეკრანი, ასევე ტავლეტის, ლეპტოპისა და ასე შემდეგ სხვადასხვა მოწყობილობის ეკრანები, ამ გამოსხივებას შეუძლია დააზიანოს ჩვენი მხედველობა. გარდა ამისა, იგი აფერხებს ჰორმონების წარმოებას სხეულში, რომელიც არღვევს ბუნებრივი ძილის ციკლს.
აი ის სამი პრობლემა, რომელიც წარმოიშობა ღამის სმარტფონის გამოყენებისას: 1 - თვალის დაზიანებები. ულტრაიისფერი გამოსხივება ღამით იწვევს ბადურის დაზიანებას და მაკულარულ დეგენერაციას. მაკულარული დეგენერაცია - ცენტრალური ხედვის დაკარგვას იწვევს. ულტრაიისფერი გამოსხივება ასევე ასოცირდება კატარაქტასთან. ერთ-ერთმა ექიმმა 35 წლის ასაკში მყოფი ადამიანის თვალის აგებულებაში აღმოაჩინა სერიოზული დარღვევები, რომლის დარღვევების დონეც უტოლდებოდა 75 წლის პიროვნების დარღვევებს. მან ეს ფაქტი სმარფონის ხშირ გამოყენებას დააბრალა. 2 - ძილის დარღვევები. როგორც ზემოთ აღინიშნა, ულტრაიისფერი სხივი ამცირებს მელატონინის გამომუშავებას. მელატონინის ჰორმონი კი თავისთავად აკონტროლებს ძილის ციკლს. ქრონიკული უძილობა იწვევს ბევრ სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის: ● გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს: ● რეაგირების შემცირებას; ● მეხისერების დაქვეითებას; ● დეპრესიას; ● კანის დაბერებას; ● წონაში მატებას. 3 - სიმსივნით დაავადების მაღალი რისკი.
1 - ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჰიტლერის მისალმებაზე უარი განაცხადა 2 - სწრაფი მომზადების წვნიანის "ლაფშას" მოყვარულებისათვის! 3 - ჰოთ-დოგი, ლორი და დამუშავებული ხორცი დაკავშირებულია კიბოსთან: კვლევის შედეგები 424 7-ს მოსწონს
|