x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე
უამრავ ადამიანს უყვარს თეთრი მაისურისა და პერანგების ტარება, რადგან ეს ფერი თითქმის სხვა ყველა დანარჩენ ფერსა და ტანსაცმელს სათანადოდ ერწყმის. თუმცა საშინელი მოსავლელია, ადვილად ემჩნევა ლაქები და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ოფლის ყვითელ ლაქებს ხშირად ვერაფერს ვუხერხებთ, მუდმივად მათეთრებლის (ქლორი) გამოყენება კი ქსოვილს აფუჭებს.


გთავაზობთ მეტად მარტივ ხრიკს, რომლის საშუალებით წარმოუდგენელ სითეთრეს შესძენთ თქვენს თეთრ პერანგს და სამუდამოდ დაივიწყებთ მასზე ოფლის ყვითელ ლაქებს.


image


ამისათვის დაგჭირდებათ ყველასთვის კარგად ნაცნობი აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე "ასპირინი", რომელიც საუკეთესოდ აღადგენს ნაწარმზე სითეთრეს. აქვე იმასაც გამცნობთ ვინც არ იცით, რომ თეთრი ტანსაცმელის მოვლაში აუცილებლად გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ფაქტორი. მაგალითად, თუ მასზე სისხლის ან კვერცხის ლაქაა, წყალი ამ შემთხვევაში უნდა იყოს ცივი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი გირჩევთ მაისური (პერანგი) ჩაალბოთ ცხელ წყალში ასპირინთან ერთად.



როგორ ვებრძოლოთ ლაქას?


500მგ-ნი 6 ცალი ასპირინი გამოიყენეთ ორ ლიტრ წყალზე. (ამ კომბინაციის მიხედვით გაზრდით სურვილისამებრ) დაფხვენით, ჩაყარეთ წყალში სხვა სარეცხ საშუალებებთან ერთად, ჩაალბეთ დალაქული მაისური (პერანგი) და დააყოვნეთ 8 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში სარეცხ საშუალებებთან ერთად ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმით და შეგიძლიათ 1 აბი დაფხვნილი ასპირინი კიდევ დაამატოთ.


imageimage


ასპირინი შესანიშნავად აღწევს ქსოვილში, აძევებს იქიდან მინარევებს და შესანიშნავ სითეთრეს უბრუნებს თქვენს ტანსაცმელს. ცდად ღირს, რადგან შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.

image



იხილეთ აგრეთვე:


ღამით ყავა ჩაყარეთ წინდაში და დილით ნახეთ რა მოხდება

აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?
თუ თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიცივეს ატარებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ
სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით!
10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ
10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად
რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა
ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო
მრგვალ ტორტს აქამდე არასწორად ვჭრიდით – დაჭრის სწორი მეთოდი
ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ

ასპირინი არ იცავს...



0
11594
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0