ადმინისტრაციული მარიხუანას (100 გრამამდე) შეძენა-შენახვაზე პატიმრობა გაუქმდა 2017, 15 თებერვალი, 19:31
საკონსტიტუციო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება: არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად ბოლნისის რაიონული სასამართლოს N855 კონსტიტუციური წარდგინება და განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრულინარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის. ამ გადაწყვეტილების ნახვა ნებისმიერ ადამიანს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე შეუძლია. 149 6-ს მოსწონს
|