ადმინისტრაციული სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის შეჩერება მოითხოვა ?! 2017, 4 მარტი, 9:08 ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, რუსთავი 2 -ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ოფიციალური შეტყობინება რუსთავი 2-მა სტრასბურგიდან გუშინ საღამოს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ავრცელებს და მიღებულ წერილს ასაჯაროებს. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფიგი გამართა. მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა.''მთავრობის სახელით მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპონდენციათა დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან. ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში, ''- განაცხადა წულიკიანმა. 62 6-ს მოსწონს
|