საზოგადოება ცოტნე გამსახურდია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს: ,,ყაჩაღობისთვის ნასამართლევ იაკობს რომ ქორეპისკოპოსად დააყენებ ...'' 2017, 14 თებერვალი, 21:02 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე ხშირად გამოირჩევა სტატუსებით. ის ყოველთვის აფიქსირებს აზრს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ამჯერად ის პატრიარქის შესაძლო მოწამვლას გამოეხმაურა. “ყაჩაღობისთვის ნასამართლევ იაკობს რომ ქორეპისკოპოსად დააყენებ და საპატრიარქოს ფინანსურ სამსახურს ჩააბარებ, რას მაგონებს, იცით? აი, ნარმანიამ სოციალურად დაუცველთა თანხების გაფლანგვისათვის ნასამართლევ გელა ჩივიაშვილს რომ მერიის სოცსამსახური ჩააბარა... ან იმას, სერგეენკომ პენსიონერების ფულის შემჭმელ ზაზა სოფრომაძეს რომ სოციალური მიმართულება ჩააბარა სამინისტროში... როგორ ჰგავს სტილი, არა? ;) შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობისათვის. 3868 6-ს მოსწონს 1-ს არა
|