სხვა როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები 2017, 14 თებერვალი, 0:59 ვერძი
ვერძები ასაკს არ იმჩნევენ.ცხოვრობენ დღევანდელი დღით და არ ფიქრობენ რა იქნება ხვალ. სულიერი მხნეობა ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებაშიც ეხმარებათ და ამიტომ, ნუ გაგაკვირვებთ მოტოციკლზე ამხედრებული 60 წლის ვერძის ხილვა. კურო როგორც წესი, ასაკთან ერთად ზედმეტი კილოგრამებიც ემატებათ.მათ ხომ ძალიან უყვართ გემრიელად ჭამა.წლების მატებასთან ერთად ჯიუტი ხასიათიც ეცვლებათ და უფრო დამყოლნი ხდებიან. კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან და შესაძლოა ღრმა სიბერემდეც იცოცხლონ. ტყუპები ტყუპები ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ისახავენ მიზანს და წლების მატებაც არ უშლით ხელს მისკენ იარონ. მათ ხანდაზმულ ასაკშიც ვერ ნახავთ ბუხრის წინ მჯდომები რომ ისვენებდნენ.მათი კარიერული ზრდა საპენსიო ასაკამდე და მის შემდეგაც კი შეიძლება გაგრძელდეს. კირჩხიბი მათ ორი სახე აქვთ, ერთი, რომელიც არ ბერდება და მეორე-რომელიც ასაკის მატებასთან ერთად აქტიურად იწყებს სხვებზე ზრუნვას. კირჩხიბს ძალიან უნდა, რომ სხვებმა მის ჭაღარას პატივი სცენ.მათგან “კლასიკური" პაპები და ბებიები გამოდიან. ლომი ქედმაღალ ლომებში წლების მატებასთან ერთად ეს თვისება უფრო გამოხატული ხდება. უფრო მეტად ითხოვენ საყოველთაო პატივისცემას, ავტორიტეტს და ზოგჯერ მორჩილებასაც კი. ქალწული წლების მატებასთან ერთად, უფრო ნეგატიურად აღიქვამენ სამყაროს. უყვართ როგორც გარეგნობაზე, ისე ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სიბერეს ღირსეულად ხვდებიან, როგორც ეს ნამდვილ ჯენტლმენს ან ლედის შეეფერება, მკაცრს, მაგრამ ჭკვიანს. სასწორი სასწორი ყოველთვის ზრუნავს გარეგნობაზე, ამიტომ ყოველ ღონეს იხმარს, რომ წლებმა ვერაფერი დააკლონ.უფრთხის ნაოჭებს და ზედმეტ კილოგრამებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ 70 წლის სასწორის ნახვა, რომელიც დაგაჯერებთ, რომ ჯერ 40 არ შესრულებია. ღრიანკალი წლების მატებასთან ერთად მედიდურნი ხდებიან. თავს ფილოსოფოსებად წარმოიდგენენ, რომელთაც დიდი ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს.ეს ასეცაა, მაგრამ ხშირად თავის შეხედულებებზე ჯიუტად არიან ჩაციკლულნი. მშვილდოსანი სასწორის მსგავსად, არც მას სურს სიბერესთან შეგუება. ზოგჯერ ეს აკვიატებულ აზრადაც კი ექცევა და გარშემომყოფებს ასაკს ეკითხება იმ იმედით, რომ როცა იგივეს მას ჰკითხავენ, პასუხზე კომპლიმენტებს მიიღებს. ეს ასეცაა.თავის მომხიბვლელობას მშვილდოსანი ღრმა სიბერემდე ინარჩუნებს. თხის რქა ამ ნიშნისთვის ყველაფერი უკუღმაა. პატარაობაში უკვე “პატარა მოხუცები" არიან, სერიოზულები, დინჯები და პასუხისმგებლობით სავსენი, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ყველაფერი იცვლება და სიბერეში ბავშვებს ემსგავსებიან. მერწყული მერწყულებიც სერიოზულები არიან ბავშვობაში, მაგრამ წლებთან ერთად ექსცენტრულობა ემატებათ.საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებენ და იმას აკეთებენ, რაც მოეპრიანებათ. თევზები პანიკურად ეშინიათ სიბერის. ჯერ ხომ ვერაფერი ვერ მოასწრეს! ამის გამო ძალიან ღელავენ და დიდ დროს უთმობენ განვლილი ეტაპების გაანალიზებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ რაც უფრო ნაკლებად იღელვებენ ამაზე, მით უფრო მშვენიერი გახდება ცხოვრება. 989 4-ს მოსწონს
|