სხვა რომელი ყვავილია თქვენი თილისმა? 2017, 28 დეკემბერი, 14:34 ქვა თილისმების გარდა არსებობენ ყვავილი თილისმები, რომელთაც ბედნიერება მოაქვთ ამა თუ იმ ადამიანისთვის, მაგრამ ქვებისგან განსხვავებით, რომლებიც ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით განეკუთვნებიან და ისე ახდენენ კეთილისმყოფელ გავლენას ადამიანზე, ყვავილების მიკუთვნება თილისმებად დაბადების დღის რიცხვის მიხედვით ხდება. ყვავილი თილისმა სულ ცხრაა, ხოლო თუ რომელია თქვენი თილისმა ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა რიცხვში დაიბადეთ. მაშ ასე: 1, 10, 19 და 28-მზესუმზირა 2, 11, 20 და 29-იორდასალამი(პიონი) 3, 12, 21, და 30 -ბაღის არჯაკელი 4, 13, 22 და 31-ღიღილო 5, 14, 23-შროშანი 6, 15, 24-ყაყაჩო 7, 16, 25-ორქიდეა 8, 17, 26-ზიზილა 9, 18 და 27 -ვარდი ახლა რაც შეეხება დახასიათებას: მზესუმზირა ძლიერი ხასიათის და ავტორიტეტული ადამიანების თილისმაა არჯაკელი-უეშმაკო, სწორხაზოვანი და ამასთან საიმედო ადამიანების იორდასალამი-ერთგული, ნაწილობრივ ჯიუტი ადამიანების ვარდები-რომანტიული და კეთილშობილი ადამიანების შროშანი-ნატიფი, დავეწილი ადამიანების ზიზილა-ადამიანის სისადავესა და შინაგან სისპეტაკეზე მიანიშნებს ღიღილო-საიმედო ადამიანები, რომლებიც ამასთან ერთად კონსერვატორები არიან და ექსპერიმენტებს ვერ ეგუებიან. ყაყაჩო-ადამიანი ფაქიზად რეაგირებს გარშემომყოფთა გრძნობებსა და აზრებზე და განვითარებული აქვს ინტუიცია. ორქიდეა-კეთილგანწყობილი და მგრძნობიარე ადამიანები, რომლებიც აფასებენ სილამაზეს და ჰარმონიას. 199 1-ს მოსწონს
|